1. შემთხვევა დაიხურება (საქმე შეწყდება) ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას. შემთხვევის დახურვისას გამოიყენება ორი ფორმა: „შეფასების გარეშე შემთხვევის დახურვის ფორმა“ (დანართი №17) და „შემთხვევის დახურვის ფორმა“ (დანართი №20).
2. „შეფასების გარეშე შემთხვევის დახურვის ფორმას“ შემთხვევის მმართველი იყენებს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) 1 თვის განმავლობაში ერთკვირიანი შუალედებით 4-ჯერ უშედეგოდ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია;
ბ) შემთხვევის მმართველსა და ბენეფიციარს შორის სატელეფონო კონტაქტი შედგა, მაგრამ მიუხედავად 3 თვის განმავლობაში ორკვირიანი შუალედებით განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციისა, რაც აღირიცხება შესაბამის ფორმაში, ბენეფიციართან შეხვედრა ვერ ხერხდება. ამ შემთხვევაში, შემთხვევის მმართველი შესაბამის ფორმას აწარმოებს ყოველი თვის ბოლოს და 3 თვის შემდეგ ხურავს შემთხვევას;
გ) ბენეფიციარი შემთხვევის მმართველთან პირველი შეხვედრის შემდეგ არ ცხადდება შეთანხმებულ შეხვედრაზე. ამ გარემოების არსებობისას, შემთხვევის მმართველი 3 თვის განმავლობაში ორკვირიანი შუალედებით ახორციელებს სატელეფონო კომუნიკაციას, რასაც აღრიცხავს შესაბამის ფორმაში და 3 თვის შემდეგ ხურავს შემთხვევას.
დ) შეფასების ვადები ირღვევა ბენეფიციარის გამოუცხადებლობის გამო. ამ შემთხვევაში, შეხვედრების განახლების მიზნით ბენეფიციარს ეძლევა დამატებით 3 თვის ვადა. ამ ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ, შემთხვევის მმართველი ხურავს შემთხვევას.
ე) მომართვის ფორმაში არ არის მითითებული, ან მითითებულია მცდარი საკონტაქტო ინფორმაცია;
ვ) ბენეფიციარი არ/აღარ არის თანახმა პროგრამაში მონაწილეობაზე;
ზ) ბენეფიციართან პირველი შეხვედრის შემდეგ, 3 თვის განმავლობაში, მასთან დაკავშირებული მიზეზებიდან გამომდინარე, შეუძლებელია შეფასების დასრულება;
თ) ბენეფიციარს საკუთარი სურვილისამებრ, პროგრამის თანამშრომლის მხრიდან გაეწია ერთჯერადი მომსახურება/კონსულტაცია და არ იკვეთება მომსახურების დამატებითი საჭიროება;
ი) ბენეფიციარი რეგულარულად იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში, რითაც აფერხებს შეფასების პროცესის დასრულებას, ამასთან, შემთხვევის მმართველისგან მიღებული აქვს 3 სიტყვიერი გაფრთხილება;
კ) შეფასების პროცესის განმავლობაში ბენეფიციარს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა;
ლ) ბენეფიციარის სურვილის/საჭიროების დაკმაყოფილება სცილდება დეპარტამენტის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს კომპეტენციას/უფლებამოსილებას;
მ) შემთხვევის მმართველის მიერ თანხმობის ფორმის საფუძველზე გამოთხოვილი დოკუმენტაციის მიხედვით, ბენეფიციარი ვერ აკმაყოფილებს სამიზნე ჯგუფისათვის დადგენილ კრიტერიუმებს;
ნ) შემთხვევის მმართველის მიერ პერსონალური მონაცემების მოძიების, დამუშავებისა და გაცემის თაობაზე თანხმობის ფორმის საფუძველზე ვერ იქნა მოძიებული შემთხვევის მართვისთვის აუცილებელი, სამიზნე ჯგუფისათვის განსაზღვრული კრიტერიუმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებებიდან და აღნიშნული დოკუმენტაცია არც ბენეფიციარის მხრიდან არ არის წარმოდგენილი.
3. „შემთხვევის დახურვის ფორმას“ შემთხვევის მმართველი იყენებს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) დასრულდა ბენეფიციარის სარეაბილიტაციო პროცესი;
ბ) ბენეფიციარი რეგულარულად იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში, რითაც აფერხებს სარეაბილიტაციო პროცესს, რის გამოც შემთხვევის მმართველისგან მიღებული აქვს 3 სიტყვიერი გაფრთხილება;
გ) ბენეფიციარი არ ასრულებს ერთობლივად შემუშავებული გეგმით განსაზღვრულ ღონისძიებებს;
დ) სარეაბილიტაციო პროცესის განმავლობაში ბენეფიციარს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა;
ე) ბენეფიციარი უარს ამბობს პროგრამაში მონაწილეობაზე;
ვ) ბენეფიციარის სურვილის/საჭიროების დაკმაყოფილება სცილდება დეპარტამენტის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს კომპეტენციას/უფლებამოსილებას;
ზ) ზედიზედ 3 თვის განმავლობაში ვერ ხერხდება „მიმდინარე“ შემთხვევის სტატუსის მქონე ბენეფიციართან დაკავშირება.
4. თუ შემთხვევაზე მუშაობს პროგრამის სხვა მოსამსახურე, აუცილებელია, შემთხვევის მმართველმა წერილობით აცნობოს მას შემთხვევის დახურვის გადაწყვეტილების შესახებ არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე.
5. შემთხვევის დახურვის შემდეგ, ბენეფიციარს შეუძლია, ერთჯერადად ხელახლა მიმართოს სააგენტოს პროგრამაში ჩართვის მიზნი