მუხლი 42. შემთხვევის მართვა უწყებათა შორის თანამშრომლობის ფარგლებში
თავი IV — სააგენტოში სრულწლოვან ყოფილ პატიმართა რისკისა და საჭიროებების შეფასება, ინდივიდუალური გეგმის მომზადება, განხორციელება და მონიტორინგი (შემთხვევის მართვა)
1. პენიტენციური დაწესებულების მიერ ბენეფიციარის შეფასების ფორმის გადმოცემის შემთხვევაში, შემთხვევის მმართველი ავსებს შეფასების მხოლოდ დინამიკურ ნაწილს (დანართი №1, ნაწილი III), რის შემდეგაც იგი ამ წესის შესაბამისად ადგენს ინდივიდუალური მომსახურების გეგმას და ახორციელებს შემთხვევის მართვის პროცედურებს.
2. პირობითი მსჯავრის დასრულების შემდეგ, ყოფილი პატიმრის პროგრამაში ჩართვის მოთხოვნის შემთხვევაში, შემთხვევის მმართველის მიერ შეფასების ფორმის გამოთხოვა ხდება დეპარტამენტის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოდან.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების ფორმის მიღების შემდეგ, სოციალური მუშაკი შეფასებას (დანართი №1) გადახედავს და, საჭიროების შემთხვევაში, მასში შეიტანს ცვლილებებს, რის შემდეგაც ადგენს ინდივიდუალური მომსახურების გეგმას და ახორციელებს შემთხვევის მართვის პროცედურებს ამ წესის შესაბამისა
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 42, №502, 12.03.2020, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.016998 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.03.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4820202/muxli-42/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია