1. რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესში ერთი ან რამდენიმე შემთხვევის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც საჭიროებს სხვა სპეციალისტების ჩართულობას, შეიძლება გახდეს გუნდის მიერ მულტიდისციპლინური განხილვის საგანი. მულტიდისციპლინური განხილვის საჭიროების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემთხვევის მმართველი. მულტიდისციპლინური განხილვის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება, ასევე, აქვს პროფესიულ ზედამხედველს (არსებობის შემთხვევაში) ან დეპარტამენტის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსს.

2. გუნდის მიერ მულტიდისციპლინური განხილვის ოქმში უნდა აისახოს, სულ მცირე, შემდეგი ინფორმაცია:

ა) მულტიდისციპლინური განხილვის დრო და ადგილი;

ბ) განხილვაზე დამსწრე პირების სახელი, გვარი და სტატუსი;

გ) დღის წესრიგი;

დ) განხილვის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილებები;

ე) განხილვის მოკლე აღწერა;

ვ) განხილვის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი და სტატუსი.

3. გუნდის ძირითადი წევრები არიან: შემთხვევის მმართველი, ფსიქოლოგი, იურისტი, პროფესიული ზედამხედველი (არსებობის შემთხვევაში) და, საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსი. განხილვაზე, საჭიროებისამებრ, შესაძლებელია, მოწვეულ იქნეს სხვა სპეციალისტი.

4. შემთხვევის მმართველის გადაწყვეტილებით, განხილვაზე შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი სფეროს სპეციალისტი, რომლის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას შემთხვევის მმართველი ათანხმებს დეპარტამენტის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსთა