1. შეფასების პროცესში მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად, შემთხვევის მმართველი და ბენეფიციარი ერთობლივად თანხმდებიან „ინდივიდუალური მომსახურების გეგმაზე“ (დანართი №18). გეგმაზე თანხმობას ხელმოწერით ადასტურებენ შემთხვევის მმართველი და ბენეფიციარი.

2. „ინდივიდუალური მომსახურების გეგმით“ განსაზღვრული სარეაბილიტაციო პროცესის დასრულებისას, შემთხვევის მმართველი აჯამებს რეაბილიტაციის შემდგომ მდგომარეობას, რომლის საფუძველზეც იღებს გადაწყვეტილებას შემთხვევის გადასინჯვის/ახალი გეგმის შედგენის ან შემთხვევის დახურვის შესახებ.

3. შეფასების დასრულებიდან 1 წლის შემდეგ, შემთხვევის მმართველი აჯამებს გეგმით გათვალისწინებული მომსახურების შესრულებას, რაც აისახება შეფასების ფორმაში, რომლის საფუძველზეც, მიღწეული შედეგებისა და პროცესში გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, ხორციელდება გეგმის გადასინჯვა და მასში ცვლილების შეტანა.

4. გეგმის განხორციელება ექვემდებარება სისტემატურ მონიტორინგს, რომელსაც ყოველთვიურად ატარებს შემთხვევის მმართველი, რაც ემსახურება რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობისას მიღწეული შედეგების, გამოვლენილი რისკებისა და დამცავი ფაქტორების დროულ აღმოჩენას, შესაბამისი საპასუხო ღონისძიების გატარებას.

5. მონიტორინგი გრძელდება სარეაბილიტაციო პროცესის დასრულებამდე. მონიტორინგის შედეგების ასახვა ხორციელდება „მონიტორინგის ფორმაში“ (დანართი №19).

6. ერთი საქმის ფარგლებში ბენეფიციარის რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციაზე მუშაობა მიმდინარეობს არაუმეტეს 2 წლის განმავლობაში, რაც, ბენეფიციარის სურვილისა და საჭიროების გათვალისწინებით, შემთხვევის მმართველის დასაბუთებული გადაწყვეტილებითა და დეპარტამენტის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია, დამატებით გაგრძელდეს არაუმეტეს 1 წლით.

7. ერთი და იმავე პირის პროგრამაში ხელახალი ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილებას, არსებული ვითარებისა და დახურული შემთხვევის მასალების გათვალისწინებით, იღებს დეპარტამენტის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროს