1. ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულია იურისტი, რომელიც შემთხვევის მმართველთან კოორდინირებული მუშაობით, სამართლებრივი პრობლემების მოგვარებაში დახმარებით გზით, ხელს უწყობს ბენეფიციარის რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციას.

2. შეფასების პროცესში გამოკვეთილი იურიდიული დახმარების საჭიროების საფუძველზე, შემთხვევის მმართველი გეგმავს ბენეფიციარის ვიზიტს იურისტთან ან სხვაგვარ კომუნიკაციას.

3. კომუნიკაციის დასრულების შემდეგ იურისტი ავსებს „იურიდიული კონსულტაციის ფორმას“ (დანართი №24), სადაც აისახება ინფორმაცია სამართლებრივი პრობლემის, გაწეული კონსულტაციისა და სხვა სახის დახმარების შესახებ.

4. შემთხვევის მმართველი აქტიურად თანამშრომლობს პროგრამის იურისტთან, აწვდის მას ნებისმიერ ინფორმაციას, რაც საჭიროა ბენეფიციარის პრობლემის მოგვარების მიზნებისთვის. საჭიროების შემთხვევაში, იურისტი ახორციელებს კონსულტაციებს ფსიქოლოგთან.

5. თუ პროგრამის იურისტის მიერ პირველადი იურიდიული კონსულტაციისას გამოკვეთილი ბენეფიციარის საჭიროებები სცილდება მისი კომპეტენციის ფარგლებს, იურისტი ვალდებულია, დაეხმაროს შემთხვევის მმართველს ბენეფიციარის შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციაში გადამისამართებაშ