1. დაწესებულებაში მსჯავრდებულის ინდივიდუალური გეგმის შედგენის, განხორციელების, კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების, მათ შორის, შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება/თავმოყრის მიზნით, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით იქმნება მულტიდისციპლინური გუნდი.

2. მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შედიან დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეები, სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურეები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დაწესებულების სხვა სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეებიც.

3. საჭიროებიდან გამომდინარე, დაწესებულებაში შესაძლებელია შეიქმნას რამდენიმე მულტიდისციპლინური გუნდ