ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კორესპონდენციის, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა წერილების, მოთხოვნების, საჩივრების, წინადადებების და განცხადებების აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება;
ბ) საიდუმლო დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება და შენახვის კონტროლი;
გ) დაწესებულების საბუღალტრო-საფინანსო მომსახურების განხორციელება;
დ) დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა, განხორციელებული საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობის შესახებ სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება, მათ შორის, საბუღალტრო-საფინანსო სფეროში დაწესებულების მიერ შექმნილი პირველადი დოკუმენტების სამსახურისთვის გადაგზავნა;
ე) საჭიროებისამებრ, არანაკლებ კვარტალში ერთხელ, სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს მიერ დაწესებულებაში გადაგზავნილი ანგარიშის (შესაბამისი ელექტრონული პროგრამიდან ექსპორტირებული მონაცემები – „რეპორტი“) შედარება და ხელმოწერით დადასტურება;
ვ) სასამართლოში დაწესებულების მხარედ (მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირი) ყოფნის შემთხვევაში, მოცემული გარემოების გამოვლენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს წერილობითი ფორმით ინფორმირება;
ზ) დაწესებულების საქმიანობიდან გამომდინარე, მოქალაქეებისთვის კონსულტაციის გაწევა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ი) დაწესებულების დირექტორისთვის განყოფილების საქმიანობის პერიოდული ანგარიშის წარდგენა;
კ) დაწესებულებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) სამუშაო და ყოფითი პირობების ტექნიკური მოწყობის უზრუნველყოფა;
მ) დაწესებულების ელექტროენერგიით, ბუნებრივი აირითა და წყლით მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და დანახარჯების აღრიცხვა;
ნ) დაწესებულების საწყობში მიღებული ინვენტარის აღრიცხვა და მიღება-გაცემა;
ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებ