1. მსხვერპლმა/ბენეფიციარმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოდაგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დოკუმენტი ძალადობის მსხვერპლობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებიდან ან/და სასამართლოდან.

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.

2. ბენეფიციარის განცხადებას შეისწავლის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  მერიის  სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურში არსებული სამუშაო ჯგუფი და  სათანადო დასკვნით განისაზღვრება დახმარების ზუსტი ოდენობა.

3. თითოეულ ბენეფიციარზე წელიწადში ერთხელ ფულადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 1 000 (ათასი) ლარით.

4. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზ