1. უმაღლესი საბჭო, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად ქმნის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს (შემდგომ-საბჭო).
2. საბჭოს შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 11 დეკემბრის რეგლამენტი №50-Iს - ვებგვერდი, 12.12.2025