1. უმაღლესი საბჭო იკრიბება მორიგ ან რიგგარეშე სესიაზე.
2. მორიგ სესიაზე უმაღლესი საბჭო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იკრიბება წელიწადში ორჯერ, საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე.
3. საგაზაფხულო სესია იხსნება მარტის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის მესამე ხუთშაბათს, ხოლო საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე ხუთშაბათს.
4. სესიის გახსნისას და დახურვისას სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
5. უმაღლესი საბჭოს მორიგი სესია გახსნილად და დახურულად ცხადდება შესაბამისად უმაღლესი საბჭოს ბიუროს ან პლენარულ სხდომაზე.
6. უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სესიაზე იკრიბება მხოლოდ მორიგ სესიებს შორის პერიოდში, ხოლო რიგგარეშე სხდომაზე/სხდომებზე − მორიგი სესიის მიმდინარეობისას.
7. უმაღლესი საბჭოს მორიგი სესია ოფიციალურად მოწვევას არ საჭიროებს. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია და სხდომა მოიწვევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
8. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მთავრობის თავმჯდომარის, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, სესიებს შორის პერიოდში იწვევს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომას.
9. მთავრობის თავმჯდომარე ან უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედი წერილობით მოთხოვნას რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე გადასცემს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას ერთვის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა, ხოლო რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას – რიგგარეშე სესიაზე განსახილველ სავარაუდო საკითხთა ნუსხა.
10. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში უმაღლესი საბჭო იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს სხდომას/სესიას წარმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
11. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიას ან რიგგარეშე სხდომას მოიწვევს მთავრობის თავმჯდომარის მოთხოვნაში განსაზღვრულ ვადაში, რაც უმაღლესი საბჭოს წევრებს პირადად უნდა ეცნობოთ.
12. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ ინიციატორის მიერ მოთხოვნილ საკითხთა ნუსხით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.
13. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიასა და რიგგარეშე სხდომაზე ვრცელდება რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2-მე-5 პუნქტების მოთხოვნები.
14. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა უნდა დამთავრდეს მორიგი სესიის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 დღისა. უმაღლეს საბჭოს შეუძლია მორიგი სესიის დღის წესრიგში შეიტანოს ის საკითხი (საკითხები), რომლის (რომელთა) განხილვაც ვერ დაასრულა რიგგარეშე სესიაზ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 68. უმაღლესი საბჭოს მორიგი და რიგგარეშე სესიები
თავი IX — უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა
მთავარი მონაცემები
- ვადა 48 საათის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 80. პარლამენტის მორიგი და რიგგარეშე სესიები, რიგგარეშე სხდომა
- მუხლი 58. უმაღლესი საბჭოს მორიგი და რიგგარეშე სესიები
- მუხლი 82. პარლამენტის მორიგი სესიის ორკვირიანი ციკლი
- მუხლი 47. საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევა
- მუხლი 32. საკონსულტაციო ასამბლეა იკრიბება პლენარულ სესიაზე წელიწადში ერთხელ, რომლის თარიღი და ხანგრძლივობა განისაზღვრება ასამბლეის მიერ, ისე რომ შესაძლებლობის ფარგლებში არ დაემთხვეს წევრთა საპარლამენტო სესიებს
- მუხლი 35. ასამბლეის რიგგარეშე სესიები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 63. დროებითი კომისიის სხდომა
- მუხლი 64. დროებითი კომისიის სხდომის ოქმი
- მუხლი 65. დროებითი კომისიის აქტები და მათი განხილვის წესი
- მუხლი 66. დროებითი კომისიის დაფინანსება
- მუხლი 67. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო
- მუხლი 671. ღია მმართველობის საბჭო
- მუხლი 69. უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომა
- მუხლი 691. საგანგებო სესია
- მუხლი 70. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომათა დარბაზი
- მუხლი 71. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი შეკრება
- მუხლი 72. უმაღლესი საბჭოს დროებითი ხმის დამთვლელი კომისია და დროებითი სამანდატო კომისია
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 68, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-68/