1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში/უმაღლეს საბჭოში საპატიო სტუმრის ჩამოსვლასთან, მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნასთან ან ქვეყანაში/ავტონომიურ რესპუბლიკაში მომხდარ მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით შეიძლება გაიმართოს უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომა.
2. უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომა ეძღვნება კონკრეტულ მნიშვნელოვან თარიღს/ფაქტს. მას აქვს სიმბოლური დატვირთვა და საზეიმო/საიუბილეო სხდომის მიმდინარეობაზე არ ვრცელდება ამ რეგლამენტით დადგენილი ზოგადი ნორმები, გარდა სხდომის თავმჯდომარისთვის სხდომის წარმართვისათვის მინიჭებული უფლებამოსილებებისა. უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომა იმართება მხოლოდ კონკრეტულ თარიღთან/ფაქტთან დაკავშირებით და შემდეგ იხურება.
3. უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომას, როგორც წესი, წარმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. თუ იგი არ წარმართავს საზეიმო/საიუბილეო სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით დაევალება მის მოადგილეს.
4. უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალური სტუმრები.
5. უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე იღებს უმაღლესი საბჭოს ბიურო.
6. უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომაზე გამოსვლის უფლებით, გარდა უმაღლესი საბჭოს წევრებისა, სარგებლობენ სხვა პირებიც, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 69. უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომა
თავი IX — უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 64. დროებითი კომისიის სხდომის ოქმი
- მუხლი 65. დროებითი კომისიის აქტები და მათი განხილვის წესი
- მუხლი 66. დროებითი კომისიის დაფინანსება
- მუხლი 67. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო
- მუხლი 671. ღია მმართველობის საბჭო
- მუხლი 68. უმაღლესი საბჭოს მორიგი და რიგგარეშე სესიები
- მუხლი 691. საგანგებო სესია
- მუხლი 70. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომათა დარბაზი
- მუხლი 71. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი შეკრება
- მუხლი 72. უმაღლესი საბჭოს დროებითი ხმის დამთვლელი კომისია და დროებითი სამანდატო კომისია
- მუხლი 73. პირველ სხდომაზე საკითხების განხილვის თანამიმდევრობა
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 69, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-69/