1. დროებითი კომისიის სხდომების გამართვის ადგილს და პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომისა.
2. დროებითი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის უმრავლესობა. დროებითი კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თუ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათავლისწინებული. ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა, ხოლო თუ გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად ითვლება.
3. დროებითი კომისიის სხდომის თარიღი და დღის წესრიგი კომისიის წევრებს წინასწარ ეცნობება. აღნიშნული ინფორმაცია სხდომის თარიღის დანიშვნისთანავე განთავსდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.
4. დროებითი კომისიის საჯარო სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ უმაღლესი საბჭოს სხვა წევრები და მოწვეული პირები.
5. დროებითი კომისიის წევრის წინადადებით კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დახურული სხდომის გამართვის შესახებ. სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს დროებითი კომისიის თავმჯდომარ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 63. დროებითი კომისიის სხდომა
თავი VII — დროებითი კომისია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 57. დროებითი კომისიის შექმნა
- მუხლი 58. დროებითი კომისიის თანამდებობის პირები
- მუხლი 59. დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 60. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 61. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა
- მუხლი 62. დროებითი კომისიის უფლებამოსილება
- მუხლი 64. დროებითი კომისიის სხდომის ოქმი
- მუხლი 65. დროებითი კომისიის აქტები და მათი განხილვის წესი
- მუხლი 66. დროებითი კომისიის დაფინანსება
- მუხლი 67. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო
- მუხლი 671. ღია მმართველობის საბჭო
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 63, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-63/