1. დროებითი კომისიის თანამდებობის პირები არიან კომისიის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე.
2. დროებითი კომისიის თანამდებობის პირები მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ სამართლიანად და მიუკერძოებლად.
3. დროებითი კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას;
ბ) წარმოადგენს კომისიას უმაღლეს საბჭოში და მის გარეთ;
გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
დ) კოორდინაციას უწევს კომისიის წევრთა საქმიანობას;
ე) ხელს აწერს კომისიის აქტებს და მისი სხდომების ოქმებს;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე დავალებით;
ბ) კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას.
გ) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომების გამართვას;
დ) განაგებს კომისიის საქმისწარმოებას, ხელს აწერს კომისიის სხდომების ოქმებს;
ე) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 58. დროებითი კომისიის თანამდებობის პირები
თავი VII — დროებითი კომისია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 52. ცვლილება ფრაქციის შემადგენლობაში
- მუხლი 53. ფრაქციის თავისუფალი ტრიბუნა
- მუხლი 54. ფრაქციის დაფინანსება
- მუხლი 55. ინტერფრაქციული ჯგუფი
- მუხლი 56. დროებითი კომისიის საქმიანობის საფუძვლები
- მუხლი 57. დროებითი კომისიის შექმნა
- მუხლი 59. დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 60. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 61. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა
- მუხლი 62. დროებითი კომისიის უფლებამოსილება
- მუხლი 63. დროებითი კომისიის სხდომა
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 58, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-58/