1. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციის შემადგენლობიდან, რის შესახებაც წერილობით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს და ამ მიმართვიდან 3 დღის ვადაში ატყობინებს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს და უმაღლესი საბჭოს აპარატს.
2. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების ან წევრის გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს და უმაღლესი საბჭოს აპარატს.
3. თუ ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ან ფრაქციის წევრის, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა 3-ზე ნაკლები უმაღლესი საბჭოს წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის შესახებ განცხადების წარდგენის დღიდან მე-7 დღეს. ამ პერიოდში ფრაქცია ინარჩუნებს რეგლამენტით განსაზღვრულ უფლებებს. ფრაქციის გაუქმების შესახებ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი აცნობებს უმაღლეს საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.
4. ამ მუხლში აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 52. ცვლილება ფრაქციის შემადგენლობაში
თავი VI — უმაღლესი საბჭოს ფრაქცია
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 46. კომიტეტის აპარატი
- მუხლი 47. საკონსულტაციო საბჭო
- მუხლი 48. უმაღლესი საბჭოს ძირითადი პოლიტიკური სუბიექტი
- მუხლი 49. ფრაქციის შექმნა
- მუხლი 50. ფრაქციის რეგისტრაცია
- მუხლი 51. უმაღლესი საბჭოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა
- მუხლი 53. ფრაქციის თავისუფალი ტრიბუნა
- მუხლი 54. ფრაქციის დაფინანსება
- მუხლი 55. ინტერფრაქციული ჯგუფი
- მუხლი 56. დროებითი კომისიის საქმიანობის საფუძვლები
- მუხლი 57. დროებითი კომისიის შექმნა
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 52, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-52/