1. დროებითი კომისიის შექმნის შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის ინიცირების უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა 3 კაციან ჯგუფს. დადგენილების პროექტი უნდა შეიცავდეს კომისიის შექმნის საჭიროების შესახებ სათანადო დასაბუთებას. დადგენილების პროექტი გადაეცემა უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. უმაღლესი საბჭო, დროებითი კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს პლენარულ სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს დროებითი კომისიის შექმნის საფუძველი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე და კომისიის უფლებამოსილების ვადა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში, დროებით კომისიაში წევრთა რაოდენობას და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელსაც უმაღლესი საბჭოს ბიურო ამტკიცებს უახლოეს სხდომაზე.
3. დროებითი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ უმაღლესი საბჭოს წევრთა და უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, ამასთან, დროებით კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც და კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.
4. ფრაქციები და უმაღლესი საბჭოს წევრები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილი კვოტების დაცვით, უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ კვოტების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში თავიანთი გადაწყვეტილებით წარადგენენ კომისიის წევრებს, რის შესახებაც აცნობებენ უმაღლესი საბჭოს ბიუროს.
5. დროებითი კომისიის წევრების წარდგენის შესახებ ინფორმაციის უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან არაუგვიანეს 3 დღისა იმართება დროებითი კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა.
6. დროებითი კომისია პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს, შეიმუშავებს დროებითი კომისიის დებულება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 57. დროებითი კომისიის შექმნა
თავი VII — დროებითი კომისია
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 51. უმაღლესი საბჭოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა
- მუხლი 52. ცვლილება ფრაქციის შემადგენლობაში
- მუხლი 53. ფრაქციის თავისუფალი ტრიბუნა
- მუხლი 54. ფრაქციის დაფინანსება
- მუხლი 55. ინტერფრაქციული ჯგუფი
- მუხლი 56. დროებითი კომისიის საქმიანობის საფუძვლები
- მუხლი 58. დროებითი კომისიის თანამდებობის პირები
- მუხლი 59. დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 60. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 61. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა
- მუხლი 62. დროებითი კომისიის უფლებამოსილება
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 57, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-57/