1. დროებითი კომისია შეიძლება შეიქმნას არაუმეტეს 3 თვის ვადით. კომისიის უფლებამოსილების ვადა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით. კომისიის უფლებამოსილების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
2. თუ დროებითმა კომისიამ დადგენილ ვადაში ვერ წარმოადგინა გადაწყვეტილების პროექტი განსახილველ საკითხზე, უმაღლესი საბჭო უახლოეს პლენარულ სხდომაზე ისმენს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომლის საფუძველზეც სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ;
ბ) კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
3. შესაბამისი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე თუ დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები დროებითი კომისიის შექმნა დაუშვებელია. უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე ყველა დროებით კომისიას უწყდება უფლებამოსილება. კომისია ვალდებულია აღნიშნულ დრომდე წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. თუ დროებითმა კომისიამ ამ ვადამდე ვერ მოამზადა დასკვნა განსახილველ საკითხზე, კომისიის მიერ მოპოვებული მასალა, შესაბამისი ანგარიშით, გადაეცემა ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოს, რომელიც რეგლამენტის 57-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას საკითხის შემდგომი შესწავლისა და განხილვის შესახებ.
4. დროებითი კომისიის საქმიანობის დასრულების შემდეგ მის საქმიანობასთან დაკავშირებული მასალები კანონით დადგენილი წესით გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 61. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა
თავი VII — დროებითი კომისია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 55. ინტერფრაქციული ჯგუფი
- მუხლი 56. დროებითი კომისიის საქმიანობის საფუძვლები
- მუხლი 57. დროებითი კომისიის შექმნა
- მუხლი 58. დროებითი კომისიის თანამდებობის პირები
- მუხლი 59. დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 60. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 62. დროებითი კომისიის უფლებამოსილება
- მუხლი 63. დროებითი კომისიის სხდომა
- მუხლი 64. დროებითი კომისიის სხდომის ოქმი
- მუხლი 65. დროებითი კომისიის აქტები და მათი განხილვის წესი
- მუხლი 66. დროებითი კომისიის დაფინანსება
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 61, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-61/