1. დროებითი კომისიის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის წევრთაგან, კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.
3. თუ არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ამ ორ კანდიდატს შორის იმართება არჩევნების მეორე ტური, რომელშიც არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო მეტი ხმა. ხმების თანაბრად გაყოფისას არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
4. დროებით კომისიას სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, კომისიის არანაკლებ 2 წევრის ინიციატივით, უფლება აქვს ნებისმიერ დროს თანამდებობიდან გადააყენოს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ცნობად იღებს დროებითი კომისი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 59. დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა
თავი VII — დროებითი კომისია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 53. ფრაქციის თავისუფალი ტრიბუნა
- მუხლი 54. ფრაქციის დაფინანსება
- მუხლი 55. ინტერფრაქციული ჯგუფი
- მუხლი 56. დროებითი კომისიის საქმიანობის საფუძვლები
- მუხლი 57. დროებითი კომისიის შექმნა
- მუხლი 58. დროებითი კომისიის თანამდებობის პირები
- მუხლი 60. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 61. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა
- მუხლი 62. დროებითი კომისიის უფლებამოსილება
- მუხლი 63. დროებითი კომისიის სხდომა
- მუხლი 64. დროებითი კომისიის სხდომის ოქმი
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 59, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-59/