1. დროებითი კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში მის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა, აგრეთვე საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებისთვის.
2. დროებით კომისიას უფლება აქვს, შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით ამა თუ იმ გარემოების გამო მოიწვიოს და წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას შესაბამის პირს, გარდა კანონითა და რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. თუ პირმა არ იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, მოწვეული უნდა იქნეს თარჯიმანი. სმენისა და მეტყველების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შემთხვევაში მოწვეული უნდა იქნეს ის პირი, რომელმაც იცის მისი სალაპარაკო ნიშნები.
4. მოწვეულ პირს ახსნა-განმარტება ჩამოერთმევა დროებითი კომისიის სხდომაზე. გამონაკლის შემთხვევაში კომისიას შეუძლია ახსნა-განმარტების ჩამორთმევა დაავალოს კომისიის არანაკლებ 2 წევრს, რომელთაგან ერთი მაინც არ უნდა იყოს არა ოპოზიციის წარმომადგენელი.
5. დროებით კომისიას კონკრეტული საკითხის მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას სამუშაო ჯგუფი კომისიის წევრებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 62. დროებითი კომისიის უფლებამოსილება
თავი VII — დროებითი კომისია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 56. დროებითი კომისიის საქმიანობის საფუძვლები
- მუხლი 57. დროებითი კომისიის შექმნა
- მუხლი 58. დროებითი კომისიის თანამდებობის პირები
- მუხლი 59. დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 60. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 61. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა
- მუხლი 63. დროებითი კომისიის სხდომა
- მუხლი 64. დროებითი კომისიის სხდომის ოქმი
- მუხლი 65. დროებითი კომისიის აქტები და მათი განხილვის წესი
- მუხლი 66. დროებითი კომისიის დაფინანსება
- მუხლი 67. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 62, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-62/