1. მთავრობის აპარატში მოქალაქეთა წერილობით მომართვებზე (განცხადება, საჩივარი) მუშაობასა და საჯარო ინფორმაციის გაცემას უზრუნველყოფს მთავრობის აპარატი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

2. მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვის ვადა განისაზღვრება ერთი თვით, თუ კანონმდებლობით  სხვა ვადა არ არის განსაღვრული.

3. მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების მიღებას, რეგისტრაციასა და ქვემდებარეობისამებრ გადაგზავნას უზრუნველყოფს მთავრობის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტი.

4. მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებებში დასმული საკითხების გადასაწყვეტად მთავრობის თავმჯდომარის აქტით, შეიძლება შეიქმნას საკითხის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფ