1. მთავრობის თავმჯდომარეს, მთავრობას, მთავრობის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები. ასევე, გარკვეული საკითხის შესწავლის მიზნით შეიძლება შეიქმნას სამუშაო ჯგუფები.

2. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს ამ ორგანოს შექმნისას განსაზღვრავს შესაბამისად მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობა.

3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს შესაბამისი დაწესებულებებიდან მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.

4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს შესაბამისად მთავრობის თავმჯდომარეს ან მთავრობას.

თავი Xმთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის დავალებათა გაფორმებისა და შესრულების წე