1. მთავრობის ან მთავრობის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს მთავრობის აპარატის იურიდიული  და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.

2. მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი უფლებამოსილია, თითოეულ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩაატაროს ზეპირი მოსმენა და გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები.

3. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დასრულების შემდეგ მიიღება  ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

4. იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ამზადებს მთავრობის ან მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის პროექტსა და ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმს, რომელიც თან ერთვის პროექტს.

5. მთავრობის აპარატში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების მიღების, მიღებაზე უარის თქმის, განხილვისა და უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნის შესახებ დასკვნას ამზადებს იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.

თავი IXმთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოე