2. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, საბაჟო საწყობის საქმიანობისათვის – განუსაზღვრელი ვადით, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობისათვის – ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის შესაბამისად – 5 ან 5-ზე მეტი წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს 50 წლისა.
3. ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ნებართვა გაიცემა ნებართვის მაძიებელზე, რომელიც აკმაყოფილებს სანებართვო პირობებს.
4. შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ფუნქციონირების პირობით თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების მოთხოვნით განცხადების წარდგენის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება − შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ფუნქციონირების პირობით თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
5. აკრძალულია ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა, მათ შორის: ნებართვის მფლობელის საწარმოს გაყოფისას, სხვა საწარმოსთან შერწყმისას ან სხვა საწარმოსთან (საწარმოებთან) გაერთიანებისას.
6. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაუქმებისა და ამ ნებართვით განსაზღვრულ ტერიტორიაზე საბაჟო საწყობის საქმიანობის ახალი ნებართვის სხვა პირზე გაცემის, ან საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით განსაზღვრული ტერიტორიის ცვლილების და ამ ტერიტორიის ნაწილზე საბაჟო საწყობის საქმიანობის ახალი ნებართვის სხვა პირზე გაცემის შესახებ შესაბამისი მომართვისას, ნებართვის გაუქმება და ახალი ნებართვის გაცემა ან/და ნებართვაში ცვლილება ხორციელდება ერთდროულად. ამასთან, ახალი ნებართვა ან/და ნებართვაში ცვლილება ძალაში შედის ამ ინსტრუქციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ვალდებულებების შესრულების, ან აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებების განხორციელების მომდევნო კალენდარულ დღე