1. იმ შემთხვევაში, თუ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოხმარებაში უკვე გაშვებული აქციზური საქონელი გადაადგილდება ამ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული დანიშნულების ადგილისკენ სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით, გამოიყენება შემდეგი მოთხოვნები:
(a) ასეთი გადაადგილება უნდა განხორციელდეს 35(1)-ე მუხლში მითითებული გამარტივებული ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტის თანხლებით, შესაბამისი მარშრუტის მიხედვით;
(b) სერტიფიცირებულმა ტვირთმიმღებმა უნდა დაადასტუროს საქონლის მიღება დანიშნულების ადგილის უფლებამოსილი ორგანოების მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;
(c) სერტიფიცირებული ტვირთგამგზავნი და სერტიფიცირებული ტვირთმიმღები უნდა დათანხმდნენ იმ ნებისმიერ შემოწმებას, რომელიც საშუალებას მისცემს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს დარწმუნდნენ, რომ საქონელი რეალურად იქნა მიღებული.
2. იმ შემთხვევაში, თუ აქციზური საქონელი ხშირად და რეგულარულად გადაადგილდება 1-ელ პუნქტში მითითებული პირობებით, შესაბამის წევრ სახელმწიფოებს, შეთანხმების საფუძველზე, შეუძლიათ გაამარტივონ 1-ელ პუნქტში მითითებული მოთხოვნები მათ მიერ განსაზღვრული პირობები