1. 39-ე მუხლში გათვალისწინებული დებულებების მიუხედავად, 37(1)-ე მუხლით მოთხოვნილი მიღების აქტში წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ აქციზური საქონელი მიეწოდა სერტიფიცირებულ ტვირთმიმღებს.

2. 1-ლი პუნქტიდან გამონაკლისის სახით, მიღების აქტის არარსებობისას, თუ ეს გამოწვეულია 39-ე მუხლში აღნიშნულის გარდა სხვა მიზეზებით, დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან დასტურის შემთხვევაში, შეიძლება მიწოდებულ იქნეს აქციზური საქონლის მიწოდების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულება იმ შესაბამისი სამხილის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება, რომ გაგზავნილმა აქციზურმა საქონელმა მიაღწია თავისი დანიშნულების ადგილს.

39-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგენდეს შესაბამის მტკიცებულებას ამ პუნქტის პირველი ქვეპარაგრაფის მიზნებისათვის.

3. იმ შემთხვევაში, თუ გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები დაეთანხმებიან დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან დასტურს, ეს ითვლება იმის საკმარის მტკიცებულებად, რომ სერტიფიცირებულმა ტვირთმიმღებმა შეასრულა ყველა საჭირო ფორმალობა და გადაიხადა დანიშნულების წევრი სახელმწიფოსთვის გადასახდელი ყველა აქციზური გადასახად