1. იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა მოხდა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე (იმ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის გარდა, რომელშიც მოხდა საქონლის მოხმარებაში გაშვება) აქციზური საქონლის გადაადგილების დროს 33 (1)-ე ან 44 (1)-ე მუხლების შესაბამისად, საქონელი უნდა დაექვემდებაროს აქციზის გადასახადს და აქციზის გადასახადით დაბეგვრა უნდა მოხდეს იმ წევრ სახელმწიფოში, სადაც მოხდა დარღვევა.
2. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა დარღვევა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე (იმ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის გარდა, რომელშიც მოხდა საქონლის მოხმარებაში გაშვება) 33 (1)-ე ან 44 (1)-ე მუხლების შესაბამისად აქციზური საქონლის გადაადგილების დროს და შეუძლებელია დარღვევის ადგილის დადგენა, ასეთი დარღვევა ითვლება მომხდარად და აქციზის გადასახადით საქონელი უნდა დაიბეგროს იმ წევრ სახელმწიფოში, სადაც დარღვევა გამოვლინდა.
თუმცა, თუ აქციზური საქონლის შეძენის თარიღიდან სამი წლის გასვლამდე დადგინდება, თუ რომელი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოხდა რეალურად ეს დარღვევა, გამოიყენება 1-ლი პუნქტის დებულებები.
3. აქციზის გადასახადი უნდა გადაიხადოს იმ პირმა, რომელმაც უზრუნველყო მისი გადახდის გარანტია 35(2)(a) ან 44(4) (a) მუხლების შესაბამისად და ამ დარღვევის მონაწილე ნებისმიერმა პირმა. იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იგივე აქციზის გადახდაზე პასუხისმგებელია რამდენიმე პირი, ისინი სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ ვალზე.
მოთხოვნის შემთხვევაში, იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა, სადაც აქციზური საქონელი გაიშვა მოხმარებაში, უნდა აანაზღაურონ ან გააუქმონ აქციზის გადასახადი იმ შემთხვევაში, თუ ის დაწესდა იმ წევრ სახელმწიფოში, სადაც დარღვევა მოხდა ან გამოვლინდა დარღვევა. დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა გამოისყიდონ გარანტია, რომელიც წარდგენილია 35(2) (a) ან 44(4)(a) -ე მუხლის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მიზნებისთვის, „დარღვევა“ ნიშნავს სიტუაციას, რომელიც ხდება აქციზური საქონლის გადაადგილების დროს 33(1)-ე ან 44(1)-ე მუხლების შესაბამისად, რომელიც არ არის გათვალისწინებული 45-ე მუხლით, რის გამოც აქციზური საქონლის გადაადგილება ან გადაადგილების ნაწილი სათანადოდ არ დასრულებულა.
5. გადაადგილებაში მონაწილე ერთი ან ყველა პირის რეგისტრაციის ან სერტიფიცირების არარსებობა, რომელიც ეწინააღმდეგება 33(1)-ე ან 44 (4) (a) -ე მუხლებს, ან 35(1)-ე მუხლით გათვალისწინებული დებულებების ნებისმიერი დაუცველობა ითვლება დარღვევად. შესაბამისად, გამოიყენება 1-4-ე პუნქტები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტვირთმიმღები ვალდებულია გადაიხადოს აქციზის გადასახადი 44(3)-ე მუხლის ბოლო წინადადების შესაბამისად.
სხვადასხვა
ქვეთავი 1
მარკირე