მუხლი 1552. მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია და გადაზიდვა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552-ე მუხლი · სასკ 1552
თავი XII — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ვაჭრობისა და ფინანსების დარგში
1. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ასეთი სამართალდარღვევისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალებების კონფისკაციით ან კონფისკაციის გარეშე.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №753 – სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.12
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1756 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.252
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2349 – სსმ I, №47, 28.12.2009წ., მუხ.359
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.
მთავარი მონაცემები
ვადა1 წლის განმავლობაში
თანხა2000 ლარამდე
თანხა10 000 ლარის
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.08.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(36)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-702(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის პირველი ნაწილით (ს.ფ 63-64, 58-59, 61-62);
საქმე №ბს-422(ს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.04.2023
ა-ის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის. ოქმის შემდგენმა იშუამდგომლა ო.
საქმე №ბს-238(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.07.2020
…სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ მომზადებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე, რომელთა მიხედვითაც, ორჯერ არის გაზრდილი საგადასახადო კოდექსის 289.14 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენის რიცხვი, ხოლო 8-ჯერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები (აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შემოტანა).
საქმე №ბს-175(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2020
ზ-ის მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ ასევე შედგა 2018 წლის 27 აგვისტოს №AL007197 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის პირველი ნაწილით. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის დადგენილებით, გ.
საქმე №ბს-247(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2020
ბ-ის მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, ასევე, შედგენილ იქნა 2018 წლის 21 ივლისს №AL006381 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის პირველი ნაწილით. მარნეულის მუნიციპალიტეტში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის დადგენილებით, ე.
საქმე №ბს-1313(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2020
საქმე №ბს-468(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2019
საქმე №ბს-246(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2019
საქმე №ბს-59-59(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2008
მომჩივნის მიმართ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 11 თებერვლის N ----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, 1552 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
მებაჟე-ოფიცრის მიერ ასევე არის შედგენილი №----, №----- და №----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის პირველი ნაწილით, 1558 და 1559 მუხლებით, რომლებიც ითვალისწინებს სანქციის სახით 2 000, 5 000 და 5 000 ლარს.
აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შემოტანის ფაქტზე კი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, შედგა №AL050387 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნა --------ს რაიონულ სასამართლოში (№21-10-11/2315;
ამასთანავე, რადგან მოცემულ შემთხვევაში ასევე არ იყო შესრულებული აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკით ნიშანდების ვალდებულება და ჩადენილი იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის…
აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შემოტანის ფაქტზე კი შედგა №AL045598 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მას დაეკისრა პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის პირველი ნაწილით და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, მუხლი 1552. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/28216/muxli-1552/