განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002115887
საქმე N3ბ/2359-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
23 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარიამ ცისკაძე
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნანა დარასელია
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - პ------- მ-------ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა პ------- მ-------მა მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა შემდეგი: ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–-----------–--------------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–----------------------- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით პ------- მ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–---------–-------------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–--------------------------------- და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ს--------–--- საბაჟო კონტროლის ზონაში 2017 წლის 21 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა სატვირთო ავტომობილი (ს-------------------------, რომელსაც მართავდა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე პ------- მ-------ი. ინტერვიურებისას მებაჟე-ოფიცრის მიერ დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მოქალაქემ უარი განაცხადა. ეჭვის საფუძველზე ავტომანქანის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი 4200 ღერი სიგარეტი ,,PALL MALL“, აქციზური მარკის გარეშე.
2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 21 ივლისს პ------- მ-------ის მიმართ შედგენილ იქნა №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მოსარჩელე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 1 000 (ათასი) ლარით, ჩამოერთვა საქონელი და სატრანსპორტო საშუალება, რაზეც შედგენილ იქნა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი №------------
2.3. P--------------ს მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, ასევე შედგენილ იქნა 2----–-–---------–---- №-------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის პირველი ნაწილით.
2.4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის დადგენილებით პ------- მ-------ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1552-ე მუხლის პირველი ნაწილით, შეწყდა.
2.5. პ------- მ-------მა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–---------–---- №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება მოითხოვა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–----------------------- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2.6. პ------- მ-------მა 2017 წლის 30 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–----------------------- ბრძანებისა და საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–---------–---- №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება მოითხოვა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი №----------- არ დაკმაყოფილდა.
2.7. P-------------I-სათვის 2017 წლის 22 ივლისს ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალებიდან ერთ-ერთი - V------------------------------------------------–------------------------------------–------------------- წარმოადგენს ესრაფილ ალიაქბარზადეს (პ/ნ 1---------) საკუთრებას. პ------- მ-------ი აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა ესრაფილ ალიაქბარზადეს მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლით, მეორე მუხლის პირველი ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 168-ე მუხლის ,,ე" პუნქტით, 199-ე მუხლის ,,დ" და ,,ო" პუნქტებით, 207-ე მუხლის ,,ს" და ,,ტ" პუნქტებით, 2071-ე, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" და ,,ლ" პუნქტებით, მე-7 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, მე-601 მუხლით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მეორე და 29-ე მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17, 22-ე მუხლებით, 32-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ 21-ე მუხლის სადავო პერიოდის მოქმედი რედაქციის მე-7 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის" 78-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (ადმინისტრაციული საქმე Nბს-222-219(კ-14)), საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით (ადმინისტრაციული საქმე Nბს-1655-1627(კ-11)).
4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დგინდება როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ისე პირის მიმართ საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმის გამოყენება, მხოლოდ გამოყენებული სანქციის სახე არის სადავო, აუცილებელია, განისაზღვროს საგადასახადო სანქციის გამოყენების მიზნები, მისი შეფარდების წესი და უშუალოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის გამოსაყენებელი სანქციის სახეები.
4.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილზე მითითებით აღნიშნა, კონკრეტული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა მოიცავს სამი სახის ღონისძიებას - დაჯარიმებას, საქონლის ჩამორთმევას, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. საგულისხმოა, რომ მოცემული სახდელები შეიძლება იყოს როგორც ალტერნატიული, ისე კუმულატიური, რომლის განსაზღვრაც ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული მუხლით საგადასახადო ორგანოს ენიჭება რა დისკრეციული უფლებამოსილება, მან უნდა იმოქმედოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით.
4.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით და უნდა იმოქმედოს დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს არა კონკრეტული ვალდებულების შესრულების მიზნით, არამედ კანონით მინიჭებული თავისუფლების ფარგლებში, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ნაკარნახევი კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად მიღებული საუკეთესო შედეგის მქონე გადაწყვეტილების მიღებით. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებისას, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს გამოსაყენებელი სანქციის სახისა და ოდენობის არჩევის შესაძლებლობა, რასაც თან სდევს პირის უფლებათა და კანონით დაცულ ინტერესთა შეზღუდვა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას სანქციის შეფარდების ზოგადი პრინციპები.
4.4. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობისა ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიყენება საგადასახადო პასუხისმგებლობა. ამასთან, საგადასახდო პასუხისმგებლობის მიზანია საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, რომელსაც გააჩნია როგორც „სადამსჯელო“, ისე პრევენციული დანიშნულება და მისი გამოყენება უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვით. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, მნიშვნელოვანია რომ საგადასახადო პასუხისმგებლობა იყოს ლეგიტიმური მიზნის შესაბამისი და პროპორციული, მას არ უნდა გააჩნდეს მხოლოდ „სადამსჯელო“ ხასიათი და უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას, სამომავლოდ სამართალდარღვევის ჩადენის აცილებას, გათვალისწინებულ უნდა იქნას სამართალდარღვევის შინაარსი, გამოწვეული ზიანი და სამართალდამრღვევი სუბიექტის პიროვნება. მხოლოდ აღნიშნულის საფუძველზე არის შესაბამისი კანონშესაბამისი და სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება.
4.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის მიმართ ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდებისას დაირღვა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რამეთუ მოსარჩელის მიმართ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშეც, სხვა სანქციის შეფარდებით, სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის მიზანი მიიღწეოდა. კონკრეტული ნორმით დადგენილი სანქციის ალტერნატივის არსებობა კი განპირობებულია სამართალდარღვევის შინაარსისა და სამართალდამრღვევის სუბიექტის მაქსიმალური გათვალისწინებითა და მასთან გამოყენებული სანქციის შესაბამისობის დაცვით. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ჩათვალა, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სამართალდარღვევა ჩადენილია პირველად, მის მიმართ სანქციის სახით გამოყენებულია ჯარიმაც და საქონლის ჩამორთმევაც, შესაბამისად, დამატებით ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას ეძლევა სადამსჯელო, რეპრესიული ხასიათი, ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპსა და საგადასახადო სანქციის გამოყენების მიზნებს, ჩადენილი სამართალდარღვევის სახე და გამოყენებული სანქცია არ არის თანაბარზომიერი.
4.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა რომ 2----–-–---------–-----------------------------------------–------------------------------------–----–------------------------------------------------------–----------------------------------------–--------------------- წარმოადგენდა არა პ------- მ-------ის, არამედ ესრაფილ ალიაქბარზადეს (პ/ნ 1---------) საკუთრებას; ამასთან, პ------- მ-------ი აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა ესრაფილ ალიაქბარზადეს მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლომ ვერ გაიზიარა სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მინდობილი მესაკუთრე მესამე პირებთან ურთიერთობაში სარგებლობს მესაკუთრის უფლებამოსილებით და თუ მინდობილი მესაკუთრე, საკუთრების მიმნდობის ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იჩენს ისეთ გულისხმიერებას, როგორიც მას საკუთარი საქმეების მიმართ უნდა გამოეჩინა, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ამ მოქმედებით გამოწვეული ზიანი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
5.1. სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლით, 215-ე და 218-ე მუხლებით, 43-ე მუხლით, 269-ე მუხლით, 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 168-ე მუხლის ,,ე" პუნქტით, 199-ე მუხლის ,,გ" „დ“ და „ო“ ქვეპუნქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით, მე-6 მუხლით, 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
5.2. აპელანტი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სისტემატიურად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე და მისთვის ცნობილი უნდა იყოს მოქმედი საბაჟო პროცედურები, ხოლო რაც შეეხება მისთვის ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნებას, აპელანტი თვლის, რომ არსებობს მნიშვნელოვანი ალბათობა იმისა, რომ ავტომობილი მომავალშიც იქნას გამოყენებული არადეკლარირებული საქონლის მალულად გადასატანად. მით უმეტეს, რომ აღნიშნული მოქალაქე 2017 წლის 11 ივლისს ასევე დაჯარიმებულია არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტზე სსკ-ის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის (საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №E-------).
5.3. აპელანტი მიუთითებს დავების საბჭო გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ, ამგვარმა სამართალდარღვევის მასშტაბებმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენებაც მიაჩნია მართლზომიერად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიმართ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სანქციების გამოყენება კანონშესაბამისია.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრი წარადგინა ასევე მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა და მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტის სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
6.1. აპელანტი აღნიშვნავს, რომ 21/07/2017 წელს შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის #E------- ოქმით პ------- მ-------ს (პ-------------------------------------------------------------------------------–----–----------------------------------------------------–-------–-–--------------------------------–--------–---------------–--–-------------–---------------------------------------------–----------------------------------- დაბრუნებას. საჩივარში ნახსენები არ ყოფილა მისაბმელი სახელმწიფო ნომრით 2--------.
6.2. აპელანტი მიუთითებს მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით მთლიანად გააბათილა #E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში (ანუ გაბათილდა როგორც #-------------–----–------------------------–----–-------–--––------------------------------------------------------ მისაბმელის კუთვნილების ფაქტი (მიუხედავად იმისა, რომ მთავარ სხდომაზე გამოკვლეული იქნა აღნიშნული საკითხი). შესაბამისად სააპელაციო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის გადაწყვეტილების 3.5 პუნქტში მითითებულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ერთ-ერთი - V---------------------------------- წარმოადგენს ესრაფილ ალიაქბარზადეს (პ/ნ 1---------) საკუთრებას. ამ ნაწილში სასამართლომ რატომღაც გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, თუმცა არ გაიზიარა ავტოსატრანსპორტო საშუალების თანმხლები, მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იყო თავად სამართალდამრღვევი.
6.3. სააპელაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა საქმეში წარდგენილი 11/07/2017 წლის NE------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომელთა თანახმად, პ------- მ-------ი 2017 წლის 10 ივლისს (მეორე, დღეის მდგომარეობით სადავო სამართალდარღვევა ჩადენილია 21/07/2017 წელს, ანუ 10 დღის შემდეგ) ს.გ.პ ვალეს ტერიტორიაზე შემოვიდა ავტოსატრანსპორტო საშუალება V----------------------------------------------- მისაბმელით. ავტოსატრანსპორტო საშუალების სკანირებისას აღმოჩნდა, რომ პ------- მ-------ი ცდილობდა საზღვარზე გადმოეტანა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ გაზის რეგულატორი - 72 ცალი (3500 ლარის ღირებულების), რისთვისაც დაჯარიმდა 3500 ლარით. შესაბამისად, 21/07/2017 წელს ჩადენილი სამართალდარღვევა არ იყო პირველი, რადგან დამრღვევს 10 დღით ადრე ჩადენილი ჰქონდა ანალოგიური ხასიათის დარღვევა.
6.4. სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და განმარტავს რომ ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია საჩივარში დაფიქსირებული მოთხოვნათა ფარგლებით და ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის ავტორის მოთხოვნათა შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს #2-------- მისაბმელის ჩამორთმევის საკითხი საგადასახადო ორგანოში სადაოდ არ გაუხდია, არამედ, როგორც საჩივრიდან იკითხება, გასაჩივრდა მხოლოდ #2-------- ავტოსატრანსპორტო საშუალების ნაწილში. აღნიშნული კი გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული აქტი სწორედ კონკრეტულ ნაწილში იქნა სადავოდ ქცეული და აღნიშნული საკითხის განსხვავებულად აღქმის შესაძლებლობას საჩივარში გამოყოფილი კონკრეტული სადავო ეპიზოდი არ იძლეოდა. ამდენად, ვინაიდან #2-------- მისაბმელის ჩამორთმევის საკითხში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სადავოდ არ გამხდარა კანონით დადგენილ ვადაში და წესით, ადმინისტრაციული ორგანო ვერ იმსჯელებდა აღნიშნულზე. უფრო მეტიც, მათ საფუძველზე განხორციელებული მოწესრიგება შესულია კანონიერ ძალაში და სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა მათი კანონიერება.
6.5. აპელანტი მიუთითებს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს არა კონკრეტული ვალდებულების შესრულების მიზნით, არამედ კანონით მინიჭებული თავისუფლების ფარგლებში, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ნაკარნახევი კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად მიღებული საუკეთესო შედეგის მქონე გადაწყვეტილების მიღებით. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში სასამართლოს უნდა ემსჯელა მიიღწეოდა თუ არა გამოყენებული სანქციით საგადასახადო პასუხისმგებლობის მიზნები და იყო თუ არა ეს მიზნები თანაზომიერი.
6.6. სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, უკანასკნელ პერიოდში საგრძნობლად იმატა ანალოგიურმა სამართალდარღვევებმა, განსაკუთრებით კი აქციზურ მარკას დაქვემდებარებულ საქონელთან დაკავშირებულმა სამართალდარღვევებმა. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, სსკ-ის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილთან დაკავშირებული სამართალდარღვევები (რომლებიც გასაჩივრებული არ არის) 2017 წელს 2016 წელთან შედარებით დაახლოებით ორჯერ არის გაზრდილი. ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155(2) პრიმა მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები (აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შემოტანა) დაახლოებით 8- ჯერაა გაზრდილი. აპელანტი გასათვალისწინებლად მიიჩნევს ასევე იმ გარემოებას, რომ აქციზის გადასახადის გაზრდამდე საბაჟო დეპარტამენტი სანქციის სახით იყენებდა 1000 ლარიან ჯარიმას და საქონლის ჩამორთმევას. აღნიშნულმა პასუხისმგებლობის ზომამ ვერ უზრუნველყო პრევენციული ფუნქციის შესრულება. შესაბამისად, გაზრდილი სამართალდარღვების ფონზე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოახდინა უფრო მკაცრი სანქციის გამოყენება. დისკრეციული უფლებამოსილების არსიც განსახილველ შემთხვევაში სწორედ ის არის, რომ მოახდინოს სამართალდარღვევის პრევენცია და თუკი გამოყენებული სანქცია ვერ უზრუნველყოფს აღნიშნულს, მოხდეს მიღებული ზომების გამკაცრება. შესაბამისად, არ ეთანხმება პირველი ინსტანციის განმარტებას, რომ მოსარჩელის მიმართ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშეც, სხვა სანქციის შეფარდებით, სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის მიზანი მიღწეული იქნებოდა.
6.7. სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა სამართალდამრღვევის მიერ შემოტანილი სიგარეტების ოდენობა. ასევე გათვალისწინებული არ იქნა ის გარემოება, რომ სამართალდარღვევა ჩადენილ იქნა განმეორებით, სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტიც, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოყენებულ იქნა საქონლის დასამალად. სააპელაციო საჩივრის ავტორი ასევე აპელირებს იმ ფაქტზე, თუნდაც ჩაითვალოს, რომ პ------- მ-------ი არ წარმოადგენდა მის მესაკუთრეს, მინდობილი მესაკუთრე საკუთრების მიმნდობის ინტერესების საწინააღმდეგოდ, არ იჩენს ისეთ გულისხმიერებას, როგორიც მას საკუთარი საქმეების მიმართ უნდა გამოეჩინა, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ამ მოქმედებით გამოწვეული ზიანი.
7. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
8. სააპელაციო პალატა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს იმავე სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
8.1. ს--------–--- საბაჟო კონტროლის ზონაში 2017 წლის 21 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა სატვირთო ავტომობილი (ს-------------------------, რომელსაც მართავდა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე პ------- მ-------ი. ინტერვიურებისას მებაჟე-ოფიცრის მიერ დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მოქალაქემ უარი განაცხადა. ეჭვის საფუძველზე ავტომანქანის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი 4200 ღერი სიგარეტი ,,PALL MALL“, აქციზური მარკის გარეშე.
8.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 21 ივლისს პ------- მ-------ის მიმართ შედგენილ იქნა №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მოსარჩელე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 1 000 (ათასი) ლარით, ჩამოერთვა საქონელი და სატრანსპორტო საშუალება, რაზეც შედგენილ იქნა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი №------------
8.3. P--------------ს მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, ასევე შედგენილ იქნა 2----–-–---------–---- №-------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის პირველი ნაწილით.
8.4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის დადგენილებით პ------- მ-------ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1552-ე მუხლის პირველი ნაწილით, შეწყდა.
8.5. პ------- მ-------მა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–---------–---- №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება მოითხოვა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–----------------------- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
8.6. პ------- მ-------მა 2017 წლის 30 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–----------------------- ბრძანებისა და საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–---------–---- №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება მოითხოვა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი №----------- არ დაკმაყოფილდა.
8.7. P-------------I-სათვის 2017 წლის 22 ივლისს ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალებიდან ერთ-ერთი - V------------------------------------------------–------------------------------------–------------------- წარმოადგენს ესრაფილ ალიაქბარზადეს (პ/ნ 1---------) საკუთრებას. პ------- მ-------ი აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა ესრაფილ ალიაქბარზადეს მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
9.1. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დგინდება როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ისე პირის მიმართ საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმის გამოყენება, მხოლოდ გამოყენებული სანქციის სახე არის სადავო, აუცილებელია, განისაზღვროს საგადასახადო სანქციის გამოყენების მიზნები, მისი შეფარდების წესი და უშუალოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის გამოსაყენებელი სანქციის სახეები.
9.2. სააპელაციო პალატა მოცემულ საქმეზე ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ამ ნორმის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით კი განსაზღვრულია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით და უნდა იმოქმედოს დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს არა კონკრეტული ვალდებულების შესრულების მიზნით, არამედ კანონით მინიჭებული თავისუფლების ფარგლებში, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ნაკარნახევი კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად მიღებული საუკეთესო შედეგის მქონე გადაწყვეტილების მიღებით. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებისას, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს გამოსაყენებელი სანქციის სახისა და ოდენობის არჩევის შესაძლებლობა, რასაც თან სდევს პირის უფლებათა და კანონით დაცულ ინტერესთა შეზღუდვა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას სანქციის შეფარდების ზოგადი პრინციპები.
9.3. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სწორად მიუთითა, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობისა ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიყენება საგადასახადო პასუხისმგებლობა. ამასთან, საგადასახდო პასუხისმგებლობის მიზანია საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, რომელსაც გააჩნია როგორც „სადამსჯელო“, ისე პრევენციული დანიშნულება და მისი გამოყენება უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვით. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად აღნიშნა, მნიშვნელოვანია რომ საგადასახადო პასუხისმგებლობა იყოს ლეგიტიმური მიზნის შესაბამისი და პროპორციული, მას არ უნდა გააჩნდეს მხოლოდ „სადამსჯელო“ ხასიათი და უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას, სამომავლოდ სამართალდარღვევის ჩადენის აცილებას, გათვალისწინებულ უნდა იქნას სამართალდარღვევის შინაარსი, გამოწვეული ზიანი და სამართალდამრღვევი სუბიექტის პიროვნება. მხოლოდ აღნიშნულის საფუძველზე არის შესაბამისი კანონშესაბამისი და სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება.
9.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად შეაფასა ის გარემოება, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის მიმართ ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდებისას დაირღვა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რამეთუ მოსარჩელის მიმართ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშეც, სხვა სანქციის შეფარდებით, სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის მიზანი მიიღწეოდა. კონკრეტული ნორმით დადგენილი სანქციის ალტერნატივის არსებობა კი განპირობებულია სამართალდარღვევის შინაარსისა და სამართალდამრღვევის სუბიექტის მაქსიმალური გათვალისწინებითა და მასთან გამოყენებული სანქციის შესაბამისობის დაცვით. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, ვინაიდან მოსარჩელის მიმართ სანქციის სახით გამოყენებულია ჯარიმაც და საქონლის ჩამორთმევაც, ამიტომ, დამატებით ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას ეძლევა სადამსჯელო, რეპრესიული ხასიათი; აღნიშნული ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპსა და საგადასახადო სანქციის გამოყენების მიზნებს, ჩადენილი სამართალდარღვევის სახე და გამოყენებული სანქცია არ არის თანაბარზომიერი.
10.1. სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს აპელანტის მითითებას იმის შესახებ, რომ პ------- მ-------ი სსიპ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრის შესაბამისად მოითხოვდა მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების V---------------------------------- (სანომრე ნიშნით 6------------------------------–------------------) დაბრუნებას, ამიტომ ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა მისაბმელის სახ. ნომრით 2-------- დაბრუნებაზე.
10.2. სააპელაციო პალატა სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ზემოაღნიშნული მოტივის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით თავდაპირველად ყურადღებას ამახვილებს საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 21 ივლისის NE------- სამართალდარღვევის ოქმის შინაარსზე, რომლის თანახმად ს--------–--- საბაჟო კონტროლის ზონაში 2017 წლის 21 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა სატვირთო ავტომობილი (ს-------------------------, რომელსაც მართავდა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე პ------- მ-------ი; აღნიშნული პიროვნებას სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა (ს.ფ. 15); პ------- მ-------მა კი ზემოთმითითებული 2017 წლის 21 ივლისის NE------- სამართალდარღვევის ოქმი გაასაჩივრა სრულად (ს.ფ. 75).
11.1. სააპელაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
11.2. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა, რის გამოც არ არსებობს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძვლები.
12. პროცესის ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები.
2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეთათვის გადაცემიდან ოცდაერთი დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N 6), თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის N 7ა).
თავმჯდომარე: მარიამ ცისკაძე
მოსამართლეები : ნინო ქადაგიძე
ნანა დარასელია