გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4043-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი
სხდომის მდივანი: თამარ ბარნოვი
მოსარჩელე: ა---– ი-----–---ი (პ/ნ 1----------);
წარმომადგენელი: ნ-----–----–----ა;
მოპასუხე: სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი: გ--------------;
მოპასუხე: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
წარმომადგენელი: თ----------–-----;
მესამე პირი: რ----- ი-----–---ი (პნ 1----------);
წარმომადგენელი: ნ-----–----–----ა;
დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (ნაწილის) ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 11 თებერვლის N-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 3 აპრილის ბრძანება N-----
1.3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის
საბჭოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება ა---– ი-----–---ის მოთხოვნის ნაწილში.
სარჩელში აღინიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ა---– ი-----–---ის 2018 წლის 24 აპრილის საჩივარი, რომლითაც ითხოვდა შემოსავლების სამსახურის 03.04.2018 წლის N---- ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობას, რ----- ი-----–---ისთვის მის საკუთრებაში არსებული მსუბუქი ავტომანქანის დაბრუნებას. მოსარჩელე 2018 წლის 11 თებერვალს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა სხვის საკუთრებაში მყოფი FORD-ის მარკის მსუბუქი ავტომანქანით სახ. ნომრით A------. წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ა---– ი-----–---ის დროებით მფლობელობაში მყოფი ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი კერძოდ: დამალული სიგარეტი KING – 1360 ღერი და სიგარეტი CORSAIR – 120 ღერი, რაზედაც 2018 წლის 11 თებერვალს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N069690 და საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით სანქციის სახით განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 1000 ლარი, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. ამასთან, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის დადგენილებით ა---– ი-----–---ი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 15521. მუხლით დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარი, რაც გადაიხდა. 2018 წლის 11 თებერვლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 12 აპრილის ცნობით, მესამე პირის რ----- ი-----–---ის სახელზე ირიცხება მოსარჩელე ა---– ი-----–---ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა.
2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია:
2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
2.2. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
2.3. მესამე პირი რ----- ი-----–---ი და მისი წარმომადგენელი დაეთანხმენ სარჩელის მოთხოვნას და მოითხოვეს ა---– ი-----–---ის სარჩელის დაკმაყოფილება.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის" უფლებამოსილმა პირმა 2018 წლის 11 თებერვალს შეადგინა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N E------- ა---– ი-----–---ის (პ/ნ 1----------) მიმართ.
ოქმში აღინიშნა: 2018 წლის 11 თებერვალს ს.გ.პ. წითელი ხიდის კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის მხრიდან შემოვიდა მსუბუქი ა/მ სახელმწიფო ნომრით A------, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ა---– ი-----–---ი (პ/ნ 1----------), ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: სავარძლებსა და ქურთუკში დამალული სიგარეტი KING 1360 ღერი და სიგარეტი CORSAIR 120 ღერი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის ა---– ი-----–---ს სანქციის სახით განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. შეფარდებული სანქცია: სსკ-ის მუხ/ნაწ 1) 289/14 1000 ლარი, ფულადი ჯარიმა.
3.2. 2018 წლის 11 თებერვალს შედგა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი წითელი ხიდის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N--------, ა---– ი-----–---ის მიმართ, სამართალდარღვევა გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552-ე მუხლით.
3.3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის დადგენილებით (საქმე N4/ა-52-18), ა---– ი-----–---ი (პ/ნ 1----------, მის: ბ---–-----------------------–------------) ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552-ე მუხლის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახედ და ზომად დაეკისრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბაჟო დეპარტამენტის 11.02.2018 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი
N-------- (იხ. ს .ფ. 24-25);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 11.02.2018 წლის ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი N-------- (იხ. ს. ფ. 26-27).
-ბოლნისის რაიონული სასამართლოს 20.02. 2018 წლის დადგენილება (იხ. ს .ფ. 29-33).
3.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 03 აპრილის N---- ბრძანებით (ფ/პ ა---– ი-----–--- (პ/ნ 1----------) საჩივრის არ დაკამაყოფილების შესახებ) ა---– ი-----–---ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავის საგანი: შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 11.02. 2018 წლის N-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი
ბრძანებაში აღინიშნა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მასალიდან დგინდებოდა, რომ სამართალდამრღვევი საქართველოს საზღვარზე დეკლარირების გარეშე საზღვარზე დეკლარირების გარეშე გადაადგილებდა საქონელს და საბაჟო საზღვარზე ცდილობდა მის შემოტანას საქართველოს საბაჟო კონტროლისგან გვერდის ავლით/მალულად. შესაბამისად, დასტურდება ის გარემოება, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გათვალისწინებულია 289-ე მუხლის 14-ე - ნაწილით. სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და დაკისრებული სანქცია კანონშესაბამისია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე; 168.1.,,ე"; 199.,,დ.გ."; 269.1.; 289.14. მუხლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 03.94.2018 წლის ბრძანება N---- (იხ.ს. ფ. 36-38).
3.5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით (საჩივარი N------------, 1) საჩივარი ა---– ი-----–---ის მოთხოვნის ნაწილში არ დააკმაყოფილდა; 2) საჩივარი რ----- ი-----–---ის მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი.
მომჩივანი: ა---– ი-----–---ი (პ/ნ 1----------), საჩივარი რ----- ი-----–---ის (ს/ნ 1----------); შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტემენტი:
დავის საგანი: საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქონლის გადაადგილებისათვის ჯარიმის შეფარდება, საქონლისა და სატრანსპორტო საშულების ჩამორთმევა;
გასაჩივრებული გაფაწყვეტილება:
1) საბაჟო დეპარტამენტის 11.02.2018 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N--------;
2) სსიპ შემოსავლების სამსახურის 03.94.2018 წლის ბრძანება N-----
დარიცხული თანხა: ჯარიმა 1000 ლარი, საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა;
დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ა---– ისა---–ოვის მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რ----- ი-----–---ის მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს "განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი საქონლის მიწოდება, იმპორტი ან დროებითი შემოტანა: საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.
ამავე კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ.“ და „ო“ ქვეპუნქტების თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ: დ.გ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 1 კალენდარული დღის, ხოლო - სხვა შემთხვევაში — 30 კალენდარული დღის განმავლობაში 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 240399 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში „მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, აგრეთვე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;
ო) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) იმპორტი, აგრეთვე 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, აგრეთვე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი. ".
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის No290 ბრძანებით -დამტკიცებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელებისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის - „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება - გამოიცეს- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამასთანავე, სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
საბაჟო დეპარტამენტის 25.04.2018 წლის N------------ წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, სგპ „წითელი ხიდის“ საბაჟო კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ა---– ი-----–---ი. პირმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის სიგარეტი. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, ავტომობილის უკანა სავარძელში და ქურთუკში აღმოჩნდა, 1480 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც რომ ა---– ი-----–---ი ხშირად გადაადგილდებოდა (52 შესვლა/გასვლა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე და მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოქმედი საბაჟო პროცედურები.
ამასთან, სადავო ფაქტის ამსახველი ფოტო მასალით დაფიქსირებულია დამალული საქონელი.
ამდენად, დადგენილია რომ 2018 წლის 11 თებერვალს სგპ „წითელი ხიდის“ საბაჟო კონტროლის ზონაში შემოსული ავტომობილის დათვალიერების შედეგად ავტომობილის უკანა სავარძელში და ქურთუკში აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ოდენობას აღემატება და ექვემდებარება ; დეკლარირებას და გაფორმებას.
საბჭოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს თითოეულ იმ გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ ა---– ი-----–---ის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 3000 ლარამდე ღირებულების აქციზური საქონლის გადაადგილებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მისგან მალულად. მომჩივნის მიერ . ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ, აღნიშნული სამართალდარღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი. ზომის გამოყენებაც კი მართლზომიერია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა---– ი-----–---ის მიმართ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სანქციების სრულად გამოყენება კანონშესაბამისია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.05.2018 წლის გადაწყვეტილება. (იხ. ს.ფ. 18-23).
3.6. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 12.04.2018 წლის N------------------- ცნობის (სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის სესახებ) მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარატემენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - A------, მარკა-მოდელი ტრანზით, ფერ - რუხი 3/8, გამოშვების წელი 1999, საიდენტიფიკაციო ნომერი - A--------, გაცემული 14/09/2014წ. რეგისტრირებულია ბოლნისის ს. აკურთაში მცხოვრებ ი-----–--- რ-----ის (პ/ნ -1----------) სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 12.04.2018 წლის N------------------- ცნობა. (იხ. ს.ფ. 35).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა---– ი-----–---ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31.1. მუხლით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
საქართველოს კონსტიტუციის 19.1. მუხლით, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ხოლო მე-3 ნაწილით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
ამ კოდექსის 22.1. მუხლით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1.,,დ“ მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
6.4. სასამართლოს მოსაზრებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 11 თებერვლის საგადასახადო სამართალდარღვევის N E------- ოქმი, ამავე სამსახურის 2018 წლის 03 აპრილის N----- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. ,,დ“ მუხლით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, შესაბამისად, განსახილველი შემთხვევაში სადავო აქტის (ნაწილის) შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან უნდა შემოწმდეს წინამდებარე დავის საგნის ფარგლებში.
6.5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლით, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ამ კოდექსის 2.2. მუხლით, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
ამ კოდექსის 43.4. მუხლის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ამ კოდექსის 49.1. მუხლით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: ვ) გამოიყენონ სანქცია იმ გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელმაც დაარღვია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა; თ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე სამართალდამრღვევთა მიმართ შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები და მიიღონ დადგენილებები ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების შესახებ;
ამ კოდექსის 51.1. მუხლით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: კ) გამოავლინონ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას, და აღკვეთონ საგადასახადო სამართალდარღვევები, აწარმოონ საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიყენონ პასუხისმგებლობის ზომები ამ კოდექსით დადგენილი წესით; პ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლით, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია: დ) ფიზიკური პირის მიერ: დ.გ.) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 1 კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, აგრეთვე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;
ამ კოდექსის 207-ე მუხლით, ამ კარში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: გ) დეკლარანტი – პირი, რომელიც საქონლის დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება დეკლარირება ამ კარით დადგენილი წესით; ვ) მგზავრი – ფიზიკური პირი, რომელიც კანონიერად კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს; ზ) პირადი ნივთი – მგზავრის პირადი გამოყენებისა და მოხმარებისათვის განკუთვნილი საგანი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას გადაიზიდება ბარგით ან/და ხელბარგით; თ) საბაჟო გამშვები პუნქტი – საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი პროცედურები; კ) საბაჟო დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას; მ) საქონლის მფლობელი – პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ ოპერაციებში არის საქონლის მესაკუთრე, ან რომელსაც აქვს საქონლის განკარგვის მსგავსი უფლება, ან რომლის ფიზიკური კონტროლის ქვეშაც არის საქონელი; ტ) საბაჟო კონტროლი – შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.
ამ კოდექსის 215.1. მუხლის შესაბამისად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას – საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე, ხოლო მე-3 ნაწილით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან შემოტანილი საქონლის წარდგენისას ხორციელდება ზოგადი დეკლარირება.
ამ კოდექსის 218.1. მუხლით, საქონლის გაფორმების მიზნით წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო დეკლარაცია, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება სასაქონლო ოპერაცია. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, რეგისტრაციის დღიდან საბაჟო დეკლარაცია არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამ კოდექსის 168.1.,,ე" მუხლით, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი საქონლის მიწოდება, იმპორტი ან დროებითი შემოტანა: ე) საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269.1. მუხლით, საგადასახადო სამართალდარღვევად ჩაითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამ კოდექსის 270.1. მუხლით, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
6.6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებით დამტკიცდა ინსტრუქცია „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“
,,ინსტრუქციის" 1.1. მუხლის თანახმად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით, ხოლო მე-2 ნაწილით, სასაზღვრო კონტროლის ზონები – საბაჟო გამშვები პუნქტებია: ,,წითელი ხიდი". ამავე ნორმის მე-4 ნაწილით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შეიძლება გადაადგილდეს ნებისმიერი სახის საქონელი, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.
,,ინსტრუქციის" 2.1. მუხლით, საქონელი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმების დასრულების მომენტიდან, ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენის ვალდებულება აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადამაადგილებელ პირს, ხოლო მე-3..ა" ნაწილით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის წარდგენა ხდება: ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის განთავსებით.
,,ინსტრუქციის" 3.1. მუხლით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ამ ნორმის მე-3 ნაწილით, ზოგადი დეკლარირება ნიშნავს საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის, ხოლო მე-4 ნაწილით, ზოგად დეკლარირებას ახორციელებს: ა) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი ან საქონლის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირი ბ) საქონლის მესაკუთრე ან მისი წარმომადგენელი.
,,ინსტრუქციის" 21.1. მუხლის შესაბამისად, საქონლის დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ზეპირად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ან წერილობითი ფორმით, ხოლო მე-3 ,,ბ" ნაწილით, ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია;
6.7. საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია:
- 2018 წლის 11 თებერვალს ს.გ.პ. ,,წითელი ხიდის" ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მხრიდან შემოვიდა საქართველოში რეგისტრირებული ფორდის მარკის მსუბუქი ა/მ სახ. ნომრით A------, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ა---– ი-----–---ი პ/ნ 1----------. ავტომანქანის დათვალიერების შედეგადა გამოვლინდა არადეკლარირებული სიგარეტი KING 1360 ღერი და სიგარეტი CORSAIR 120 ღერი, რომელიც დამალული იყო სავარძლებსა და ქურთუკში. რაზედაც, საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირმა 11.02.2018 წელს შეადგინა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N--------. სსკ-ის 289.14. მუხლის საფუძველზე მოსარჩელე ა---– ი-----–---ს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარი, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.
- შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 03 აპრილის N---- ბრძანებით, ა---– ი-----–---ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა (საჩივრის მოთხოვნა: საბაჟო დეპარტამენტის 11.02.2018 წლის N-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რაც დარჩა უცვლელად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.05.2018 წლის გადაწყვეტილებით (საჩივარი N------------ ა---– ი-----–---ის ნაწილში.
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 12.04.2018 წლის N------------------- ცნობის (სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის სესახებ) თანახმად, სატრანსპორტო საშუალება (სანომრე ნიშანი - A------, მარკა-მოდელი ტრანზით, ფერ - რუხი 3/8, გამოშვების წელი 1999, საიდენტიფიკაციო ნომერი - A--------, გაცემული 14/09/2014წ.) რეგისტრირებულია ბოლნისის ს. აკურთაში მცხოვრებ ი-----–--- რ-----ის (პ/ნ -1----------) სახელზე.
6.8. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 29.1. მუხლის თანახმად, იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო (გარდა ამ კოდექსის 1536 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საგნისა), მდგომარეობს მის სახელმწიფო საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემაში. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ დამრღვევის პირად საკუთრებაში არსებული საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6.9. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.14. მუხლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.14. მუხლის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმის საკანონმდებლო დანაწესის მიხედვით, პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის მოიცავს სახდელის სამ სახეს - ,,დაჯარიმებას - 1000 ლარის ოდენობით", ,,საქონლის" ან/და ,,სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას". ამასთანავე, თითოეული სახდელის სახე შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორც ალტერნატიული სახით (მხოლოდ, ,,ჯარიმა" ან მხოლოდ ,,საქონლის ჩამორთმევა" ან მხოლოდ, ,,სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა"), აგრეთვე, კუმულატიურად, სამივე სახდელის სახის შეფარდებით (დაჯარიმება 1000 ლარის ოდენობით და ამ საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა). ამრიგად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომის დადგენა (სანქციის შეფარდება) ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს (უფლებამოსილი პირის) დისკრეციულ უფლებამოსილებას.
6.9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცდა ,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესი".
მითითებული ,,წესის" 79.1. მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად სხვა ღონისძიების გამოყენება შეუძლებელია და არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სანქციის აღსრულებას, შესაძლებელია დამატებით განხორციელდეს სამართალდამრღვევი პირის კუთვნილი, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ნებისმიერი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა და შესანახად გადაცემა.
სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მოსაზრებას აღნიშნულზე და მიაჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.14. მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა და სანქციის შეფარდება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.
6.10. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, დასტურდება რომ მოსარჩელე ა---– ი-----–---ისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის საფუძველზე, ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენდა მესამე პირის, რ----- ი-----–---ის საკუთრებას.
სასამართლოს მოსაზრებით, სანქცია ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში უკავშირდება საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას და მიაჩნია, რომ გამოყენებული სანქცია ყველა შემთხვევაში უნდა პასუხობდეს თანაზომიერების პრინციპს. ჩადენილი სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის გამოყენებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს იურიდიული თანასწორობა, გამოყენებული სანქცია უნდა ითვალისწინებდეს ჩადენილი ქმედების ხასიათს და იყოს თანაზომიერი იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საბაჟო რეჟიმის უზრუნველმყოფი ნორმა, აღნიშნულის გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა შედეგად გამოიღოს ნორმის თვითნებური გამოყენება და განმარტება.
6.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2 .,,ლ" მუხლის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამასთან, ამ კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, ხოლო ამავე კოდექსის მე-7 მუხლი განამტკიცებს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის მნიშვნელობას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, ადგენს რა, რომ მისი განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
6.12. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის (საქმეN¹ბს-1655-1627(კ-11) გადაწყვეტილებაზე, სახელდობრ:
,,ის გარემოება, რომ საბაჟო ორგანო სანქციის დაკისრებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით არ გამორიცხავდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას გაეთვალისწინებინა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები სახდელის დაკისრებისას, მხედველობაში მიეღო მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, სამართალდარღვევის სიმძიმე, სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები. სზაკ-ის 7.1 მუხლის მიხედვით დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება აქტის გამოცემა, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამასთანავე, წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას (სზაკ-ის 53-ე მუხ.). ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული თუ რატომ ვერ იქნებოდა მიღწეული მიზანი მოსარჩელისათვის სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე სანქციის შეფარდებით."
6.13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.2. მუხლის დანაწესის შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვა.
6.14. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის (საქმეNბს-1655-1627(კ-11) გადაწყვეტილებაზე, სახელდობრ:
,,ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს არა მხოლოდ კანონიერების, არამედ აგრეთვე მიზანშეწონილობის საკითხსაც, შესაბამისად, ქვედა ინსტანციის ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას შესაძლებელია ჩაენაცვლოს ზემდგომი ორგანოს დისკრეცია. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერების შემოწმებისას ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო თავადაც იყენებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, რასაც შესაძლოა შედეგად მოჰყვეს საკუთრების ხელყოფა, კანონიერების, სუბიექტის უფლებების დარღვევა. მეორეს მხრივ, დისკრეციული სფეროს არსებობას ობიექტური ფაქტორები განაპირობებენ, კანონი სრულად ვერ მოაწესრიგებს ყველა საზოგადოებრივ ურთიერთობებს, რომლებიც განსხვავდებიან ფაქტობრივი შემადგენლობით, სამართლებრივი რეგულირების ფორმებითა და მეთოდებით“
ამავე საქმეზე, საქართველოს უზენაესი სასამართლომ განმარტა, რომ:
,,კანონმდებლობა სასამართლოს, როგორც ნორმის შემფარდებელ ორგანოს, ანიჭებს უფლებამოსილებას თავად აირჩიოს სამართლებრივი შედეგი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის. სასამართლო ხელისუფლება ამოწმებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადმინისტრაციული ორგანოების ნორმაშეფარდებითი საქმიანობის კანონიერებას და იგი არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების, იგნორირება არის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველი. "
6.15. სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.14. მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომის (სახდელის) ყველა ღონისძიება ერთდროულად, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოიწვევს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვას. ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
6.16. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
6.17. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის საბაჟო სამართალდარვევისათვის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში სანქციის შეფარდებისას, დაირღვა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, არ იქნა განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე სხვა ალტერნატიული სახის სანქციის შეფარდებით რატომ ვერ იქნებოდა მიღწეული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მიზანი, ხოლო კონკრეტული ნორმით დადგენილი სანქციის ალტერნატივის არსებობა სწორედ ასეთ დასაბუთებას საჭიროებდა.
ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ა---– ი-----–---ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში და დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.2. მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები მოიცავს სახელმწიფო ბაჟს.
ამ კოდექსის 53.1. მუხლით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი ) ლარის ოდენობით, შესაბამისად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს უნდა დაეკისროთ, მოსარჩელე ა---– ი-----–---ის (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 (ასი ) ლარის ნახევარის - 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; 22-ე; 24-ე; 32-ე; 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ა---– ი-----–---ის (პ/ნ 1----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ს.გ.პ. ,,წითელი ხიდის“ 2018 წლის 11 თებერვლის N-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სატრანსოპრტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში;
3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 03 აპრილის ბრძანება N----, იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა---– ი-----–---ის (პ/ნ 1----------) საჩივარი ამავე სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ს.გ.პ. ,,წითელი ხიდის“ 2018 წლის 11 თებერვლის N-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის სატრანსოპრტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე;
4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება (საჩივარი N------------, იმ ნაწილში რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა---– ი-----–---ის (პ/ნ 1----------) საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ს.გ.პ. ,,წითელი ხიდის“ 2018 წლის 11 თებერვლის N-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 03 აპრილის N---- ბრძანების , სატრანსოპრტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე;
5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. დაეკისროთ მოპასუხეებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ამავე სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურს, მოსარჩელე ა---– ი-----–---ის (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 (ასი) ლარის ნახევარის - 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6), 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;
8. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი