განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.05.2019
საქმის ნომერი
330310017001900083
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3ბ/860-18

საქმე № 330310017001900083

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

23 მ---ი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე

მოსამართლეები - ნინო ქადაგიძე, შორენა ყაველაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ--- ვ----------ი

 

მესამე პირი - ა--- ნ---------ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს ნაწილობრივ და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის შესახებ.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ--- ვ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ს.გ.პ ,,სადახლო-საავტომობილო-ს“ 2017 წლის 10 თებერვლის საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი, დოკუმენტის N 6---------- - ავტოსატრანსპორტო საშუალების (FO-- W----------------) ჩამორთმევის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 10 თებერვლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NE------- - ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის N8--- ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ--- ვ----------ის საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 10 თებერვლის NE------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის - ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე; დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ავტოსატრანსპორტო საშუალება FO-- W---------------- დაბრუნების შესახებ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 თებერვლის სატრანსპორტო საშუალების შემოწმების ოქმის N------------ის თანახმად, ს.გ.პ ,,სადახლო საავტომობილო"-ს მებაჟე ოფიცერმა ჩაატა--- 9------ სატრანსპორტო საშუალების შემოწმება. შემოწმების პროცედურას ესწრებოდა (სატრანსპორტო საშუალების მფლობელი M--------------, პას.ნომ: BA-------), შემოწმების შედეგად გამოვლინდა: ა---დეკლარირებული სიგარეტი, კერძოდ 120 კოლოფი G---I, 20 კოლოფი R------, 40 კოლოფი A-----, 60 კოლოფი A-------, 110 კოლოფი BLACK, რომლებიც განთავსებული იყო ე.წ. ,,ა------–ი" დათვალიერების შედეგად ასევე გამოვლინდა ა---დეკლარირებული თევზი 52 კგ. ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენი და სამართალდამრღვევი. გრაფაში ,,შენიშვნა" აღნიშნულია: ,,ოქმი ვუთარგმნე მისთვის გასაგებ სომხურ ენაზე", ხელმოწერა (თარჯიმანი).

 

2.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ს.გ.პ. ,,სადახლო - საავტომობილოს" მებაჟე ოფიცერმა 10.02.2017 წელის შეადგინა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NE-------, მ--- ვ----------ის მიმართ.

 

ოქმში აღინიშნა: 2017 წლის 10 თებერვალს ს.გ.პ. ,,სადახლო - საავტომობილოს" ტერიტორიაზე სომხეთის მხრიდან შემოვიდა ფორდის მარკის სამგზავრო ავტომანქანა სომხეთის სახელმწიფო ნომრით 9------, რომელსაც მართავდა სომხეთის მოქალაქე M-------------N, პას. NBA-------, ა/მ-ის დეტალური დათვალიერების დროს აღმოჩნდა ა---დეკლარირებული სიგარეტი G---I 2400 ღერი, R------ 400 ღერი, B-------- 2000 ღერი, A----- 800 ღერი, A------- 1200 ღერი, B------------ 200 ღერი და 52 კგ. შებოლილი თევზი, სსკ-ის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით, აღნიშნულ პიროვნებას სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და ა---დეკლარირებული საქონლისა და ავტოსატრანპორტო საშუალების ჩამორთმევა. სამართალდამრღვევი პირი: სომხეთის რესპუბლიკა M-------------N, საბ. სერია NBA-------, შეფარდებული სანქცია: სსკ-ის 289-ე მუხლის მე-14 ნაწ. 1000 ლარი (ფულადი ჯარიმა, საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა). ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენი და სამართალდამრღვევი. გრაფაში ,,შენიშვნა": ,,ოქმი ვუთარგმნე მისთვის გასაგებ სომხურ ენაზე", ხელმოწერა (თარჯიმანი).

 

2.2.3. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესახებ 2017 წლის 10 თებერვლის ოქმის, დოკუმენტის N6---------- თანახმად, მ--- ვ----------ს (M-------------N/ BA-------) ჩამოერთვა საქონელი: საქონლის დასახელება: სიგარეტი A-------1200 ღერი; სიგარეტი A----- 800 ღერი; სიგარეტი B-------- 2000 ღერი; სიგარეტი R------ 400 ღერი; სიგარეტი G---I 2400 ღერი; სიგარეტი B------------ 200 ღერი. FO-- W----------------; შენიშვანა: 0---------------. ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენი და სამართალდამრღვევი პირი. საქონელი შესანახად გადაეცა სგპ ,,სადახლო-საავტომობილოს". საგადასახადო სამართალდარღვევის დოკუმენტის N NE------- , თარიღი 10.02.2017 წ. საქონელი ჩამორთმეულია სანქციის სახით. ლუქის N...

 

2.2.4. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესახებ 2017 წლის 10 თებერვლის ოქმის N6---------- თანახმად, მ--- ვ----------ს (M-------------N) ჩამოერთვა საქონელი: საქონლის დასახელება: თევზი; რაოდენობა: 52.0 კილო, საიდენტიფიკაციო მარკირება/ნომერი: 2089978; საქონელი შესანახად გადაეცა სგპ ,,სადახლო-საავტომობილოს". ოქმისN და თარიღი: NE-------/10.02.2017 წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 10.02.2017 წლის სატრანსპორტო საშუალების შემოწმების ოქმი N01/10022017 (ს. ფ. 63);

- 10.02.2017 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N E------- (ს. ფ. 67);

- 10.02.2017 წლის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესახებ ოქმი N6---------- (ს. ფ. 65);

- 10.02.2017 წლის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესახებ

ოქმი N6---------- (ს. ფ. 68).

 

2.2.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სადახლო-საავტომობილო"-ს მებაჟე ოფიცრებმა 10.02.2017 წელს შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N-------.

 

ოქმში აღინიშნა: 2017 წლის 10 თებერვალს ს.გ.პ. ,,სადახლო - საავტომობილოს" ტერიტორიაზე სომხეთის მხრიდან შემოვიდა ფორდის მარკის სამგზავრო ავტომანქანა სომხეთის სახელმწიფო ნომრით 9------, რომელსაც მართავდა სომხეთის მოქალაქე M-------------N, პას. NBA-------, ა/მ-ის დეტალური დათვალიერების დროს აღმოჩნდა ა---დეკლარირებული სიგარეტი G---I 2400 ღერი, R------ 400 ღერი, B-------- 2000 ღერი, A----- 800 ღერი, A------- 1200 ღერი, B------------ 200 ღერი. პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოლდექსის 1552 მუხლის პირველი ნაწილით. მონაცემები დამრღვევის შესახებ: სომხეთის რესპუბლიკა, M-------------N, საბ. სერია BAN2------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 10.02. 2017 წლის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N------- (ს.ფ. 70).

 

2.2.6 მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის დადგენილებით (საქმე N4/ა-56-17), მ--- ვ----------ი (M--------------, სოხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტის ნომერი: BA 0632849, მისამართი: სომხეთის რესპუბლიკა, ქალაქი მასისი, ბინა 33/18) ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი _ ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. განიმარტა დადეგენილების გასაჩივრების წესი და ვადა.

 

2.2.7. 2017 წლის 13 მარტს, მ--- ვ----------ის (M---S V---------, 00---------) მიერ ლიბერთი ბანკში, გადახდილი იქნა ჯარიმა. (გადახდის დანიშნულება: M---S V---------, 00---------; AL-----7, შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ადმინისტრაციული სამართალდარღვევა) დაკისრებული ჯარიმა 1500 ლარი, ასევე (გადახდის დანიშნულება: გადასახადების ერთიანი კოდი: M---S V---------, 00---------; AL-----7) .

 

2.2.8. 2017 წლის 13 მარტს, მ--- ვ----------ის (M---S V---------, 00---------) მიერ ლიბერთი ბანკში, გადახდილი იქნა ჯარიმა. (გადახდის დანიშნულება: M---S V---------, 00---------; NE-------, შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ადმინისტრაციული სამართალდარღვევა) დაკისრებული ჯარიმა 1000 ლარი, ასევე (გადახდის დანიშნულება: გადასახადების ერთიანი კოდი: M---S V---------, 00---------; E-------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მარნეული მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის დადგენილება (საქმე N4/ა-56-17). (ს.ფ. 83-87);

- 13.03.2017 წლის სს ლიბერთი ბანკის საგადახდო დავალება N12607263 (ს.ფ. 21);

- 13.03.2017 წლის სს ლიბერთი ბანკის საგადახდო დავალება N12607221 (ს.ფ. 21).

 

2.2.9. მ--- ვ----------მა 2017 წლის 10 და 20 თებერვალს სსიპ შემოსავლების სამსახურში წა---დგინა საჩივარი და მოითხოვა - გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ავტომანქანის ჩამორთმევის ნაწილში, დატოვებული იქნეს ფულადი ჯარიმა, რადგან ავტომანქანა მიდობილობით აქვს და არ წარმოადგენს მის საკუთრებას. NE-------, NAL-----7.

 

2.2.10. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტი N 8--- ბრძანების ( სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის მ--- ვ----------ის პასპ NBA 2------ 2017 წლის 10 და 20 თებერვლის საჩივრების თაობაზე) თანახმად, 1) სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის მ--- ვ----------ის ( პასპ NBA 2------) 2017 წლის 10 იანვრის N------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში დარჩა განუხილველი; 2) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

ბრძანებაში აღინიშნა: განიხილეს მ--- ვ----------ის საჩივარი (განცხადება), რომელიც შეეხებოდა საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 10 იანვრის NAL-----7 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და 2017 წლის 10 თებერვლის NE------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. საჩივრის ავტორი არ უარყოფს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებას და ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის ნაწილში, კერძოდ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალება არ წარმოადგენს მის საკუთრებას.

 

საბაჟო დეპარტამენტის სამასახურეობრივი ბა---თით გადმოგზავნილი დასკვნითა და მასალებით დგინდება, რომ 2017 წლის 10 თებერვალს ს.გ.პ. ,,სადახლო-საავტომობილოს" საბაჟო კონტროლის ზონაში შემოვიდა სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ,,FO--"-ის მარკის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება (სახ. 9------ ), რომელსაც მართავდა ამავე ქვეყნის მოქალაქე მ--- ვ----------ი, რომელმაც შეკითხვაზე, ,,გადაადგილებდა თუ ა--- დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს" უარი განაცხადა. ეჭვის საფუძველზე მოხდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, რის შედეგადაც გვერდით კედლებში (ე.წ. ,,აბივშიკებში) აღმოჩენილ იქნა ა---დეკლარირებული სიგარეტი, კერძოდ, 120 კოლოფი G---I, 20 კოლოფი R------, 40 კოლოფი A-----, 60 კოლოფი A-------, 110 კოლოფი BLACK და თევზი 52 კგ.

 

სამართალდარღვევის ფაქტზე ს.გ.პ. ,,სადახლო - საავტომობილოს" უფლებამოსილი პირმა შეადგინა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NE-------, რომლითაც სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეს მ--- ვ----------ს დაეკისრა პასუხისმგებლობა გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარი, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.

 

აღინიშნა, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი კონკრეტული სამართალდარღვევის კონკრეტულ ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

განიმარტა, რომ სსკ-ის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით განსაზღვრულია სანქციის შეფარდების რამოდენიმე ალტერნატიული სახე, როგორც განცალკევებულად, ისე ერთობლივად, რაც უფლებამოსილ ადმინისრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღოს ამ საქმეზე არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გონივრული და ჯეროვანი შეფასების შედეგად, ისე რომ დაცულ იქნეს სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანები, რათა დაუსაბუთებლად არ იქნეს შეზღუდული მოქალაქეთა უფლებები და ინტერესები.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო სანქციის დაკისრებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ისე, რომ მის მიერ გათვალისწინებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის მოთხოვნები, რომლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომები არ იწვევს პირის კანონიერ უფლებების და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას, ა---მედ მთლიანად არის გათვალისწინებული საჯარო და კერძო ინტერესები, რადგან სანქციის გამოყენების არსებით მიზანს წარმოადგენს სამართალდარღვევის თავიდან აცილება.

 

აღინიშნა, რომ სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობა არის: ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა, ნორმალური, მშვიდი სამოქალაქო ბრუნვა, საგადასახადო სისტემის ეფექტურობა, საბაზრო ეკონომიკის დინამიკური განვითარება, საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, მისი გამოვლენის და აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება და მრავალი სხვა.

 

მიეთითა იმ გარემოებაზე, რომ უკანასკნელ პერიოდში საგრძნობლად იმატა ანალოგიურმა სამართალდარღვევებმა, რაც დაკავშირებულია აქციზის გადასახადის გაზრდასთან. შემოსავლების სამსახური დაინტერესებულია, შეაჩეროს უკანონო შემოსავალი ყველაზე ეფექტური გზებით და ამისათვის ძალზე მკაცრ ზომებს (კონკრეტულ შემთხვევში კი სანქციის შეფარდების რამოდენიმე ალტერნატიული სახიდან უფრო მკაცრ სახეს) მიმართავს კიდეც, ვინაიდან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არის უკანონო შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება; აგრეთვე მისი ნამდვილობის წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა, გადასახადებისაგან თავის არიდება ან/და ასეთი ქმედებებების ცადენის მცდელობა.)

 

კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას თავად აირჩიოს სამართლებრივი შედეგი. სადავო აქტით განსაზღვრული სანქციის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოუყენებლობა კი ნიშნავს იმას, რომ მომჩივანს მიეცემა კიდევ ერთი შანსი ანალოგიური ქმედების ჩადენისათვის და სამართალდამრღვევის მიერ კვლავ განხორციელდება საქართველოში ა---დეკლარირებული და უაქციზო სიგარეტის შემოდინება.

 

ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაურღვევია ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები. გამოყენებული სანქციით დაცულია თანაზომიერების პრინციპი, უზრუნველყოფილია იურიდიული თანასწორობა. ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე გამოყენებული სანქცია თანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საგადასახადო ორგანო.

 

ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, კონკრეტულ შემთხვევაში საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე სხვა სანქციის შეფარდებით (ჯარიმა - 1000 ლარი) ვერ იქნება მიღწეული სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის მიზანი. სადავო ადმინსტრაციული აქტი და დაკისრებული ჯარიმა სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და სახეზეა არ არის მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი 2017 წლის 10 იანვრის №AL-----7 ადმინისტრაციულ სამარტალდარღვევათა ოქმის ნაწილში უნდა დარჩა განუხილველი, ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს.

 

სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე; 207-ე მუხლები; 215-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 ნაწილები; 218-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; 269.1. მუხლი; 289-ე მუხლის მე-14 ნაწილი; 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე" და 199-ე მუხლის ,,დ.გ" ქვეპუნქტები; 301-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტი; 304-ე მუხლი; საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N429 დადგენილებით დამტკიცებული ,,ვეტერინარული სასაზღვრო-საკა---ნტინი კონტროლის წესი"; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის - „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ - მე-2; 21-ე მუხლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ადმინისტრაციული საჩივარი N37396/21 ( იხ. ს.ფ. 27-28);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის N8--- ბრძანება (იხ.ს.ფ. 35-40).

 

2.2.11. საქმეში წარმოდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის (რეგისტრაციის N 9------) თანახმად, ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალების (მარკა: FO--, ტიპი: T--------.0. TD, სატრანსპორტო საშუალების კატეგორია: სამგზავრო; ფერი: ვერცხლისფერი მეტალიკა; გამოშვების წელი: 2003; საიდენტიფიკაციო N: W----------------) მესაკუთრეს წარმოადგენს: ა--- ნ---------ი (სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე - პასპ. ARM AK 0------)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა (ს.ფ. 26).

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.3.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21.1. მუხლით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვა---დ, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი, ხოლო მე-3 ნაწილით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

 

2.3.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

ამ კოდექსის 22.1. მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

ამ კოდექსის 23.1. მუხლით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

2.3.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. ,,დ“ მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

2.3.4. სასამართლოს მოსაზრებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტი N8--- ბრძანება, აგრეთვე ამავე სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სადახლო-საავტომობილოს" 10.02.2017 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NE------- და 10.02.2017 წლის N6---------- ოქმი საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესახებ, წარმოადგენდნენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. ,,დ“ მუხლით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტების (ნაწილის) შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან უნდა შემოწმებულიყო მოცემული დავის საგნის ფარგლებში.

 

2.3.5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების ა---მართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

ამ კოდექსის 2.2. მუხლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

 

ამ კოდექსის 43.4. მუხლის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან ა---ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

ამ კოდექსის 49.1. მუხლით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: ვ) გამოიყენონ სანქცია იმ გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელმაც დაარღვია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა; თ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე სამართალდამრღვევთა მიმართ შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები და მიიღონ დადგენილებები ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების შესახებ.

 

ამავე კოდექსის 51.1. ,,ი" მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: კ) გამოავლინონ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას, და აღკვეთონ საგადასახადო სამართალდარღვევები, აწარმოონ საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიყენონ პასუხისმგებლობის ზომები ამ კოდექსით დადგენილი წესით; პ) საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:პ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია: დ) ფიზიკური პირის მიერ: დ.გ.) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 1 კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, აგრეთვე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;

 

ამ კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, ამ კარში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: გ) დეკლა---ნტი – პირი, რომელიც საქონლის დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება დეკლარირება ამ კარით დადგენილი წესით; ვ) მგზავრი – ფიზიკური პირი, რომელიც კანონიერად კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს; ზ) პირადი ნივთი – მგზავრის პირადი გამოყენებისა და მოხმარებისათვის განკუთვნილი საგანი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას გადაიზიდება ბარგით ან/და ხელბარგით; თ) საბაჟო გამშვები პუნქტი – საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი პროცედურები; კ) საბაჟო დეკლა---ცია – დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას; მ) საქონლის მფლობელი – პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ ოპერაციებში არის საქონლის მესაკუთრე, ან რომელსაც აქვს საქონლის განკარგვის მსგავსი უფლება, ან რომლის ფიზიკური კონტროლის ქვეშაც არის საქონელი; ტ) საბაჟო კონტროლი – შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.

 

ამ კოდექსის 215.1. მუხლის შესაბამისად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას – საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე, ხოლო მე-3 ნაწილით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან შემოტანილი საქონლის წარდგენისას ხორციელდება ზოგადი დეკლარირება. ამ ნორმის მე-4 ნაწილით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმებიდან საქონლის გატანამდე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას, ხოლო მე-7 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე საქონელი ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო ტერმინალში ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ ადგილზე გაფორმებას.

 

ამ კოდექსის 218.1. მუხლით, საქონლის გაფორმების მიზნით წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო დეკლა---ცია, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება სასაქონლო ოპერაცია. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, რეგისტრაციის დღიდან საბაჟო დეკლა---ცია არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამ კოდექსის 168.1. ,,ე" მუხლით, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი საქონლის მიწოდება, იმპორტი ან დროებითი შემოტანა: ე) საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269.1. მუხლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ჩაითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

ამ კოდექსის 270.1. მუხლით, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

2.3.6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებით დამტკიცდა ინსტრუქცია „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“.

 

მითითებული ,,ინსტრუქციის" 1.1. მუხლის თანახმად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, სასაზღვრო კონტროლის ზონები – საბაჟო გამშვები პუნქტებია: ,,ნინოწმინდა". ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შეიძლება გადაადგილდეს ნებისმიერი სახის საქონელი, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.

 

ამ ,,ინსტრუქციის" 2.1. მუხლით, საქონელი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმების დასრულების მომენტიდან, ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენის ვალდებულება აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადამაადგილებელ პირს, ხოლო მე-3..ა" ნაწილით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის წარდგენა ხდება: ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის განთავსებით.

 

ამ ,,ინსტრუქციის" 3.1. მუხლით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან ა---უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ამ ნორმის მე-3 ნაწილით, ზოგადი დეკლარირება ნიშნავს საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის, ხოლო მე-4 ნაწილით, ზოგად დეკლარირებას ახორციელებს: ა) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი ან საქონლის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირი ბ) საქონლის მესაკუთრე ან მისი წარმომადგენელი.

 

ამ ,,ინსტრუქციის" 21.1. მუხლის შესაბამისად, საქონლის დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო დეკლა---ციის წარდგენით, ზეპირად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საბაჟო დეკლა---ციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ან წერილობითი ფორმით, ხოლო მე-3 ,,ბ" ნაწილით, ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლა---ცია.

 

2.3.7. საქმის მასალების მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და განსახილველ შემთხვევაში მახრეებიც სადავოდ არ ხდიდნენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე მ--- ვ----------მა 2017 წლის 10 თებერვალს ჩაიდინა საგადასახადო სამართალდარღვევა, კერძოდ, მ--- ვ----------ი 2017 წლის 10 თებერვალს შევიდა ს.გ.პ. ,,სადახლო-საავტომობილო-ს" ტერიტორიაზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის ა--- ნერსესიანის საკუთრებაში არსებული და რეგისტრირებული (რეგისტრაციის N 9------) ავტომობილით (მარკა: FO--, ტიპი: T--------.0. TD, სატრანსპორტო საშუალების კატეგორია: სამგზავრო; ფერი: ვერცხლისფერი მეტალიკა; გამოშვების წელი: 2003; საიდენტიფიკაციო N:W---------------). ინტერვიურებისას მოსარჩელემ განაცხადა, რომ არ ჰქონდა დასადეკლარირებელი საქონელი. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის 10.02.2017 წლის სატრანსპორტო საშუალების შემოწმების ოქმით დასტურდება, რომ ავტომანქანას ჩაუტარდა დათვალიერება, რასაც ესწრებოდა სატრანსპორტო საშუალების მფლობელი მ--- ვ----------ი. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, ა---დეკლარირებული სიგარეტი, კერძოდ 120 კოლოფი G---I, 20 კოლოფი R------, 40 კოლოფი A-----, 60 კოლოფი A-------, 110 კოლოფი BLACK, რომლებიც განთავსებული იყო ე.წ. ,,ა------–ი" დათვალიერების შედეგად ასევე გამოვლინდა ა---დეკლარირებული თევზი 52 კგ. შესაბამისად, მ--- ვ----------ის მიმართ 10.02.2017 წელს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NE-------, შეფარდებული სანქცია: სსკ მუხ/ნაწ: 1) 289.14. მუხლი - 1000 ლარი, ფულადი ჯარიმა, საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.

 

ამასთანავე, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესახებ 2017 წლის 10 თებერვლის ოქმებით (დოკუმენტის N6---------- და N6----------) დასტურდება, რომ მ--- ვ----------ს (M-------------N/ BA-------) ჩამოერთვა საქონელი - სიგარეტი A-------1200 ღერი; სიგარეტი A----- 800 ღერი; სიგარეტი B-------- 2000 ღერი; სიგარეტი R------ 400 ღერი; სიგარეტი G---I 2400 ღერი; სიგარეტი B------------ 200 ღერი. FO-- W---------------- (0---------------) და 52 კგ თევზი.

 

სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდიდა 10.02.2017 წლის NE------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.14. მუხლის საფუძველზე შეფარდებულ სანქციას მხოლოდ, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში, ხოლო შეფარდებულ სანქციას - ფულადი ჯარიმის 1000 ლარისა და საქონლის ჩამორთმევის ნაწილში სადავოდ არ ხდიდა. საგულისხმო იყო, რომ წინამდებარე დავის სასამართლო განხილვის მომენტისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი იყო NE------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქცია 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის დადგენილებით (საქმე N4/ა-56-17) დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი - 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

2.3.8. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 29.1. მუხლის თანახმად, იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ია---ღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო (გარდა ამ კოდექსის 1536 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საგნისა), მდგომარეობს მის სახელმწიფო საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემაში. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ დამრღვევის პირად საკუთრებაში არსებული საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

2.3.9. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.14. მუხლის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლა---მდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.14. მუხლის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ ამ ნორმის შინაარსის თანახმად, პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის მოიცავს სახდელის სამ სახეს - ,,დაჯარიმებას - 1000 ლარის ოდენობით", ,,საქონლის" ან/და ,,სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას". ამასთანავე, თითოეული სახდელის სახე შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორც ალტერნატიული ფორმით (მხოლოდ, ,,ჯარიმა" ან მხოლოდ ,,საქონლის ჩამორთმევა" ან მხოლოდ, ,,სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა"), აგრეთვე, კუმულატიურად, სამივე სახდელის სახის შეფარდებით (დაჯარიმება 1000 ლარის ოდენობით და ამ საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა). ამრიგად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომის დადგენა (სანქციის შეფარდება) ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს (უფლებამოსილი პირის) დისკრეციულ უფლებამოსილებას.

 

2.3.10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცდა ,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესი".

 

მითითებული ,,წესის" 79.1. მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად სხვა ღონისძიების გამოყენება შეუძლებელია და არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სანქციის აღსრულებას, შესაძლებელია დამატებით განხორციელდეს სამართალდამრღვევი პირის კუთვნილი, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ნებისმიერი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა და შესანახად გადაცემა.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული ნორმის განმარტება შეესაბამება ზემოაღნიშნულ სახდელის ინდივიდუალიზაციის პრინციპს, რომ სანქციის შეფარდება და აღსრულების უზრუნველყოფა მოიცავს მხოლოდ სამართალდამრღვევი პირის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.

 

საქმის მასალების მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შეფარდებული სანქციის საფუძველზე ჩამორთმეული ავტომანქანა არ წარმოადგენს სამართალდამრღვევის საკუთრებას, ა---მედ არის სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის ა--- ნერსესიანის საკუთრება (რეგისტრაციის N 9------) ავტომობილი მარკა: FO--, ტიპი: T--------.0. TD, საიდენტიფიკაციო N:W---------------).

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.14. მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა და სანქციის შეფარდება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. ამასთანავე, ნორმა არ შეიცავს სპეციალურ დათქმას, რომ სანქციის სახით, შეიძლება ჩამორთმეულ იქნეს სამართალდამრღვევის მფლობელობაში და საკუთრებაში არ არსებული სატრანსპორტო საშუალება.

 

სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სანქცია ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში უკავშირდება საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას და მიიჩნია, რომ გამოყენებული სანქცია ყველა შემთხვევაში უნდა პასუხობდეს თანაზომიერების პრინციპს. ჩადენილი სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის გამოყენებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს იურიდიული თანასწორობა, გამოყენებული სანქცია უნდა ითვალისწინებდეს ჩადენილი ქმედების ხასიათს და იყოს თანაზომიერი იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საბაჟო რეჟიმის უზრუნველმყოფი ნორმა, აღნიშნულის გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა შედეგად გამოიღოს ნორმის თვითნებური გამოყენება და განმარტება.

 

ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.14. მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომის (სახდელის) ყველა ღონისძიების ერთდროულად გამოყენების შესაძლებლობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალება დამრღვევის საკუთრებას წარმოადგენს.

 

2.3.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ლ" ქვეპუნქტის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამასთან, ამ კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, ხოლო ამავე კოდექსის მე-7 მუხლი განამტკიცებს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის მნიშვნელობას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, ადგენს რა, რომ მისი განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის (საქმეN¹ბს-1655-1627(კ-11) გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც:

 

,,ის გარემოება, რომ საბაჟო ორგანო სანქციის დაკისრებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით არ გამორიცხავდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას გაეთვალისწინებინა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები სახდელის დაკისრებისას, მხედველობაში მიეღო მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, სამართალდარღვევის სიმძიმე, სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები. სზაკ-ის 7.1 მუხლის მიხედვით დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება აქტის გამოცემა, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამასთანავე, წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას (სზაკ-ის 53-ე მუხ.). ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული თუ რატომ ვერ იქნებოდა მიღწეული მიზანი მოსარჩელისათვის სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე სანქციის შეფარდებით."

 

სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.2. მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს ა--- მხოლოდ კანონიერების, ა---მედ აგრეთვე მიზანშეწონილობის საკითხსაც, შესაბამისად, ქვედა ინსტანციის ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას შესაძლებელია ჩაენაცვლოს ზემდგომი ორგანოს დისკრეცია. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერების შემოწმებისას ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო თავადაც იყენებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, რასაც შესაძლოა შედეგად მოჰყვეს საკუთრების ხელყოფა, კანონიერების, სუბიექტის უფლებების დარღვევა. მეორეს მხრივ, დისკრეციული სფეროს არსებობას ობიექტური ფაქტორები განაპირობებენ, კანონი სრულად ვერ მოაწესრიგებს ყველა საზოგადოებრივ ურთიერთობებს, რომლებიც განსხვავდებიან ფაქტობრივი შემადგენლობით, სამართლებრივი რეგულირების ფორმებითა და მეთოდებით. ამრიგად, შემოსავლების სამსახურის მითითება მხოლოდ საგადასახადო კოდექსის 289.14. მუხლით გათვალისწინებული სანქციის გამოყენებაში ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე, არ წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ საჩივარზე უარის თქმის საკმარის საფუძველს, მოსარჩელისათვის სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის (საქმეN¹ბს-1655-1627(კ-11) გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც:

 

,,კანონმდებლობა სასამართლოს, როგორც ნორმის შემფარდებელ ორგანოს, ანიჭებს უფლებამოსილებას თავად აირჩიოს სამართლებრივი შედეგი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის. სასამართლო ხელისუფლება ამოწმებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადმინისტრაციული ორგანოების ნორმაშეფარდებითი საქმიანობის კანონიერებას და იგი არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების, იგნორირება არის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველი. "

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის მიმართ ჩადენილი საბაჟო სამართალდარვევისათვის სანქციის შეფარდებისას, მოსარჩელისათვის სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში დაირღვა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, არ იქნა განსაზღვრული მოსარჩელის მიმართ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე სხვა სანქციის შეფარდებით რატომ ვერ იქნებოდა მიღწეული სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის მიზანი. კონკრეტული ნორმით დადგენილი სანქციის ალტერნატივის არსებობა სწორედ ასეთ დასაბუთებას საჭიროებდა. მოცემულ შემთხვევაში ა---დეკლარირებული ქონების ოდენობის (ღირებულების) გათვალისწინებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას ეძლევა სადამსჯელო, რეპრესიული ხასიათი, ეწინააღმდეგება სამართლიანობის მოთხოვნებს. იმის გათვალისწინებით, რომ საჯარიმო სანქცია უკავშირდება საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, გამოყენებული სანქცია ყველა შემთხვევაში უნდა პასუხობდეს თანაზომიერების პრინციპს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის (საქმეN¹ბს-1655-1627(კ-11) გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც:

 

,,ჩადენილი სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის გამოყენებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს იურიდიული თანასწორობა, გამოყენებული სანქცია უნდა ითვალისწინებდეს ჩადენილი ქმედების ხასიათს და იყოს თანაზომიერი იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საბაჟო რეჟიმის უზრუნველმყოფი ნორმა, აღნიშნულის გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა შედეგად გამოიღოს ნორმის თვითნებური გამოყენება და განმარტება. ადმინისტრაციულმა ორგანომ სანქციის შეფარდებისას არ იმსჯელა სანქციის სახედ ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გამოყენების მართლზომიერებაზე. საქმის მასალების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა ზ. ტ-ე არ წარმოადგენდა სამართალდამრღვევის საკუთრებას, ავტომანქანა ზ. ტ-ეს მხოლოდ მართვის უფლებით ჰქონდა გადაცემული მესაკუთრის მიერ."

 

2.3.12. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239.1. მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ოქმი შედგება, საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ. ამავე ნორმის მე-19 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 1552.1 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები.

 

ამ კოდექსის 208-ე მუხლით დადგენილია ???????? (????????) ??????????? ???????? ?????????????? ?????????????????? ???????? , რომლის მიხედვით, რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1551 მუხლებით.

 

ამ კოდექსის 271.2. მუხლით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო დადგენილება.

 

2.3.13. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს.

 

ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, სასამართლომ გაიზია--- მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო 2017 წლის 29 მარტის N8--- ბრძანებაში და სასამართლო სხდომაზე გამოთქმული მოსაზრება სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის მ--- ვ----------ის (პასპ.NBA-------) 10.02.2017 წლის N------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საჩივრის ამ ნაწილში მოთხოვნის საგანი სცილდებოდა დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს და განეკუთვნებოდა სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს.

 

2.3.14. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამ კოდექსის 33.1. მუხლით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

2.3.15. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია დასაბუთების გარეშე, არ არის განმარტებული კონკრეტულად რომელი ფაქტობრივი გარემოებები განაპირობებდა კანონით გათვალისწინებულ ყველაზე უფრო მკაცრი, სამივე სახის, სანქციის გამოყენებას. ამასთან, არ იქნა დაცული საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერების პრინციპი ჩადენილ გადაცდომასა და გამოყენებულ სანქციას შორის. კანონით გათვალისწინებული სამი სახის სანქცია არ გულისხმობს მის აუცილებელ გამოყენებას, ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული კი მიუთითებს სადავო აქტების კანონსაწინააღმდეგო ხასიათზე გასაჩივრებულ ნაწილში.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მ--- ვ----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ. ბათილად ცნო სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სპგ ,,სადახლო-საავტომობილო-ს“ 2017 წლის 10 თებერვალის საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი, დოკუმენტის N 6---------- - ავტოსატრანსპორტო საშუალების (FO-- W----------------) ჩამორთმევის ნაწილში, ასევე, ბათილად ცნო სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 10 თებერვალის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NE------- - ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში. აგრეთვე, ბათილად ცნო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის N8--- ბრძანება, იმ ნაწილში რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ--- ვ----------ის საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 10 თებერვალის NE------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის - ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე, ხოლო იმ ნაწილში, რომლითაც სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის მ--- ვ----------ის ( პასპ NBA 2------) 2017 წლის 10 იანვრის N------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში დარჩა განუხილველი, სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

 

ამასთანავე, მოპასუხეს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს დაევალა გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ავტოსატრანსპორტო საშუალება FO-- W---------------- დაბრუნების შესახებ.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს ა--- კონკრეტული ვალდებულების შესრულების მიზნით, ა---მედ კანონით მინიჭებული თავისუფლების ფარგლებში, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ნაკარნახევი კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირებით. აპელანტი აგრეთვე მიუთითებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის მიზნებზე და მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა მიიღწეოდა თუ ა--- გამოყენებული სანქციით აღნიშნული მიზნები და იყო თუ ა--- ეს მიზნები თანაზომიერი.

 

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ მოსარჩელის მიმართ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშეც, სხვა სანქციის შეფარდებით, სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის მიზანი მიღწეული იქნებოდა. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე არ მიაქცია ყურადღება საქმეში არსებულ დამამძიმებელ გარემოებებს და იმ ფაქტს, რომ მანქანაში სამართალდამრღვევს მოწყობილი ჰქონდა სამალავი, სწორედ ამიტომ, მაღალია რისკი იმისა, რომ ავტომობილი კვლავ იქნება გამოყენებული სამართალდარღვევის ჩასადენად.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო, კანონშეუსაბამო და არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, რის გამოც მოითხოვს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პა---გრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას. დამატებით, პალატა აღნიშნავს, რომ:

 

4.1. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლა---მდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.

 

სააპელაციო სასამართლო დავის განხილვის პროცესში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სარჩელის დამაყოფილების ნაწილში, რაც დავის განხილვის ფარგლებიდან გამომდინარე, ქმნის მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ გასაჩივრებულ ნაწილში გადამოწმების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებას და მიიჩნევს, ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანო სანქციის დაკისრების პროცესში მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას სახდელის დადების პროცესში გაითვალისწინოს და მხედველობაში მიიღოს სანქციის პროპორციულობა და თანაზომიერება. პალატა აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია ა--- მარტო ის, ჰქონდა თუ ა--- ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება, ა---მედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსს და აღნიშნავს, ამ შემთხვევაშიც, როგორც პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმათა უმეტეს ნაწილში, დაწესებულია რამდენიმე ალტერნატიული სანქციის, მათ შორის რამოდენიმე სანქციის კუმულატიურად გამოყენების შესაძლებლობა, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ცალკეული გადაცდომა მათი ერთგვაროვანი შინაარსის მიუხედავად, ყოველთვის ხასიათდება კონკრეტული ობიექტური თუ სუბიექტური მახასიათებლებით, გადაცდომის სიმძიმით, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადექვატურობას.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მითითებული ნორმის შინაარსს და თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უგულვებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების პროცესში ყურადღების მიღმა ვერ დარჩება ცალკეული პირის სუბიექტური უფლებები, მათ შორის საკუთრების უფლება, რომლის შეზღუდვა საჭიროებს განსაკუთრებულ დასაბუთებას. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების პროცესში პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც ის იქნა გატარებული.

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის მითითებას მასზედ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და სანქცია დაკისრებულია კერძო და საჯარო ინტერესთა პროპორციულობის საფუძველზე. აპელანტი ადმინისტრაციული ორგანო ვერ ასაბუთებს, რითია განპირობებული გამოყენებული სანქციის, კონკრეტულად სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარდაუვალობა და რატომ ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზანს სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე სანქციის შეფარდება.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოთვლის საგადასახადო სანქციის სხვადასხვა სახეებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიმძიმის მიხედვით. ეს მუხლი აწესებს ასევე საგადასახადო სანქციის დაკისრების ზოგად პრინციპებს, როგორიცაა ერთი და იმავე ქმედებისთვის ორჯერ დასჯის აკრძალვა, სახდელთა შეკრების პრინციპი, ასევე აწესრიგებს სხვა საკითხებს. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა არ შეიცავს პირდაპირ რეგულირებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მონაცემები უნდა მიიღოს მხედველობაში სახდელის შემფარდებელმა ორგანომ სახდელის შერჩევისას, თუმცა, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული საყოველთაო თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები უნდა განიმარტოს იმგვა---დ, რომ სხვადასხვა სიმძიმის სახდელების დაწესება, სულ მცირე, არ უნდა ატარებდეს რეპრესიულ ხასიათს და ეწინააღმდეგებოდეს სამართლიანობის პრინციპს.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ სადავო სანქციის სახე დაკავშირებულია საქართველოს კონსტიტუციის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, შესაბამისად, სანქციის ამ სახის გამოყენება სხვა სახის სახდელთან ერთად, რომელიც თავის მხრივ, ასევე საკუთრების უფლების ჩამორთმევას გულისხმობს, დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დარღვევების შემთხვევაში და მის გასამართლებლად არ არის საკმარისი მოპასუხის არგუმენტი მასშტაბურად გავრცელებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანთან დაკავშირებით. სამართალდარღვევის ჩადენის ინდივიდუალური თუ ზოგადი პრევენცია, თავისთავად, წარმოადგენს სანქციის ერთ-ერთ მიზანს, განსაკუთრებით კი ისეთი სახის სამართალდარღვევის, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, თუმცა, ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას და დაუშვებელია, ერთი სახის სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა მიმართ განურჩევლად ერთგვაროვანი მიდგომა. გასათვალისწინებელია საქონლის ოდენობა, მისი შემდგომი რეალიზაციით გამოწვეული სავა---უდო ზიანის მოცულობა, დამრღვევის პიროვნება, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესაძლო გავლენა მის ქონებრივ მდგომარეობაზე და სხვა ფაქტორები. მოცემულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ მიიღეს მხედველობაში ამგვარი ინდივიდუალური გარემოებები მით უფრო იმ პირობებში, რომ სატრანსპორტო საშუალება არ წარმოადგენს სამართალდამრღვევი პირის საკუთრებას.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის სამივე სახის გამოყენება, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, წარმოადგენს ზედმეტად მკაცრ ღონისძიებას. სანქციის სახით 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება და საქონლის ჩამორთმევა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სრულად უზრუნველყოფს სანქციის მიზნების მიღწევადობას და სხვისი სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეუსაბამოდ ამძიმებს სამართალდამრღვევის მდგომარეობას.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტი სააპელაციო საჩივარში ვერ უთითებს იმ გარემოებებზე, რომელიც გაამართლებდა შეფარდებული სანქციის ერთობლიობაში გამოყენების აუცილებლობას.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე

 

მოსამართლეები ნინო ქადაგიძე

 

შორენა ყაველაშვილი