მუხლი 186. აქციზური საქონლის იმპორტი და იმპორტის დრო
თავი XXVII — აქციზი
1. აქციზური საქონლის იმპორტი არის საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა.
2. აქციზური საქონლის იმპორტი განხორციელებულად მიიჩნევა, თუ, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, ეს საქონელი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში ექცევა.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 186. აქციზური საქონლის იმპორტი და იმპორტის დრო 1. აქციზური საქონლის იმპორტი განრის საზღვქართველოს საბა ამჟო კოდექსის შესაბამიხესადვ ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა. 2. აქციზური საქონლის იმპორტი განხორციელდებულად მაშიიჩნ, როდესვაც, თუ, საქონართველი ოს სამბაჟო კოდექსის მიხშედვით ისაბეგრებამისანდ, გეს საქონელი თავისუფალებულ მი რომ არ ყოფილიყო, დქცევაში ბეგრაშვებოდა იმს პროცედურტის გადასახადშით ექცევა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(7)
საქმე №ას-937-1142-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2009
…სისტემის შემუშავებაში. შემოქმედ მუშაკთა ჰონორარი არ არის ერთჯერადი გასაცემელი და იგი შედის შემოქმედებით მუშაკთა შვებულებისა და საავადმყოფო ფურცლის ანაზღაურებისათვის საშუალო ხელფასის გაანგარიშებაში. საგადასახადო კოდექსის 38-ე, 186-ე მუხლების შესაბამისად, საშემოსავლო დაბეგვრის ობიექტია მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, რაც ასევე ადასტურებს კასატორის პოზიციას, რომ იძულებითი განაცდური…
…რამაც განაპირობა მისთვის ყოველდღიური საურავების დარიცხვა. რაც შეეხებოდა კონტროლის პალატის მიერ კამერალური შემოწმებით სოციალური გადასახადის სახით, 21351 ლარის მოსარჩელისთვის უკანონოდ დარიცხვას, იმ დროისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 186-ე მუხლის მიხედვით, სოციალური გადასახადით დაბეგვრის ობიექტი ( ამავე კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად) იყო ხელფასი, რომელშიც არ შედიოდა…
…დარიცხული თანხის შესახებ მისთვის არავის უცნობებია და არც აქტი ჩაუბარებიათ, რითაც იგნორირებული იყო იმ დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით გათვალისწინებული მისი, როგორც გადასახადის გადამხდელის უფლებები. 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 186-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური გადასახადით დაბეგვრის ობიექტია ხელფასი, რომელშიც ამავე კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, არ შედის სანოტარო…
…თბილისის საგადასახადო ინსპექციამ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 87-ე, 89-ე, 186-ე, 188-ე და 257-ე მუხლები და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არასწორი სამართლებრივი ეფასება მისცა /იხ.ს.ფ. 160-164/. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ…
საქმე №ბს-146-111-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.07.2005
…მომხდარიყო საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა, რომლის საფუძველს წარმოადგენს ამ თანხის ხელფასად აღიარება. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ იმის გამო, რომ 116000 აშშ დოლარი პირგასამტეხლოდ ჩათვალა, არ მიიჩნია ხელფასად, რომელიც საგადასახადო კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად წარმოადგენდა გადასახადით დაბეგვრის ობიექტს და ამის გამო შეამცირა აქტით დარიცხული თანხები, ამასთან, იგივე საშემოსავლო…
…თანახმად, გამოქვითვას არ ექვემდებარება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება, ის ხარჯები, რომლებიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან, გარდა ამ კოდექსის 186-ე მუხლით გათვალისწინებული თანხისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: 1. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს…