1. ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შესვლის მიმართ ევროკავშირის საბაჟო დებულებებით დადგენილი ფორმალობები, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, გამოიყენება აქციზური საქონლის მე-4(2) მუხლში მითითებული ერთ-ერთი ტერიტორიიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის მიმართ.

2. ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გასვლის მიმართ ევროკავშირის საბაჟო დებულებებით დადგენილი ფორმალობები, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, გამოიყენება აქციზური საქონლის ევროკავშირის ტერიტორიიდან გასვლის და მე-4(2) მუხლში მითითებულ ერთ-ერთ ტერიტორიაზე შესვლის მიმართ.

3. 1-ლი და მე-2 პუნქტებიდან გამონაკლისის სახით, ფინეთი უფლებამოსილია, ამავე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიასა და 4(2)-ე მუხლის (c) ქვეპუნქტში მითითებულ ტერიტორიებს შორის აქციზური საქონლის გადაადგილებების მიმართ გამოიყენოს იგივე პროცედურები, რომლებიც გამოიყენება ასეთი გადაადგილებების მიმართ ამავე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის შიგნით.

4. მე-14-46 მუხლები არ ვრცელდება იმ აქციზურ საქონელზე, რომელსაც გააჩნია არა - ევროკავშირის საქონლის საბაჟო სტატუსი, როგორც ეს განსაზღვრულია ევროპარლამენტისა და საბჭოს ([14]) რეგულაციის (EU) N 952/2013 5(24)-ე მუხლშ