გავლით ვიზიტებს განეკუთვნება საზღვარგარეთის ქვეყნების პრემიერ-მინისტრების სატრანზიტო ვიზიტები საქართველოს ტერიტორიის გავლით. სტუმრებს აეროპორტში ხვდებიან სახელმწიფო მინისტრი, სხვა ოფიციალური პირები. დროშების გამოფენა აეროპორტში არ ხდება. თუ პრემიერ-მინისტრი გავლითი ვიზიტით ჩადის საქართველოს სხვა ქალაქში, მას აღნიშნულ ოფიციალურ პირთა გარდა ხვდებიან და აცილებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სტუმრის პატივსაცემად იმართება არაოფიციალური სადილი (ვახშამი), თუ დრო იძლევა ამის საშუალებას. საპროტოკოლო ღონისძიებები არ იმართებ