1. გავლითი ვიზიტია საზღვარგარეთის ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის სატრანზიტო ვიზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით. სტუმრებს აეროპორტში ხვდებიან საქართველოს პრეზიდენტი, სხვა ოფიციალური პირები. დროშები აეროპორტში არ გამოიფინება.

2. თუ პრეზიდენტი გავლითი ვიზიტით ჩადის საქართველოს სხვა ქალაქში, მას აღნიშნულ ოფიციალურ პირთა გარდა ხვდებიან და აცილებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

3. ვიზიტის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, სტუმართა პატივსაცემად იმართება არაოფიციალური სადილი (ვახშამი). საპროტოკოლო ღონისძიებები არ იმართებ