1. პარლამენტის თავმჯდომარის (სპიკერის) ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის დახვედრისას და გაცილებისას აეროპორტში გამოიფინება შესაბამისი ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები, დაიფინება ფიანდაზი.
2. დელეგაციას ხვდებიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატები, შესაბამისი ქვეყნის საელჩოს დიპლომატები. სხვა დამხვედრ პირთა შემადგენლობა განისაზღვრება დელეგაციის წევრთა და თანმხლებ პირთა შემადგენლობისა და პოლიტიკურ მოსაზრებათა გათვალისწინებით.
3. მთავარი სტუმრის ავტომობილზე მაგრდება შესაბამისი ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები. სტუმრების მანქანებს დაჰყვებიან საგზაო პოლიციის ავტომობილები და 7 მოტოციკლეტისაგან შემდგარი ესკორტი დახვედრა-გაცილებისას.
4. რეზიდენციის იმ სახლთან, რომელშიც დაბინავებულია მთავარი სტუმარი, აღმართულია სტუმრის ქვეყნის სახელმწიფო დროშა.
5. თუ მთავარი სტუმარი საქართველოს ეწვევა მეუღლითურთ, მთავარი დამხვედრი პირი ხვდება და აცილებს მეუღლესთან ერთა