1. დახვედრა (გაცილება)

ა) საქართველოში სტუმრად ჩამოსულ საზღვარგარეთის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს (მეუღლითურთ) ხვდება (აცილებს) საქართველოს პრეზიდენტი (პოლიტიკურ მოსაზრებათა გათვალისწინებით) (მეუღლითურთ) ან სახელმწიფო მინისტრი (მეუღლითურთ). სტუმარს აგრეთვე ხვდებიან (აცილებენ) საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ელჩი სტუმრის ქვეყანაში, ქალაქის მერი, სახელმწიფო კანცელარიის უფროსი, სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის, სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის, სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისა და პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელები. დახვედრაში (გაცილებაში) მონაწილეობენ აგრეთვე საქართველოში აკრედიტებული სტუმრის ქვეყნის საელჩოს დიპლომატები. სხვა დამხვედრ პირთა შემადგენლობა განისაზღვრება დელეგაციის წევრთა და თანმხლებ პირთა შემადგენლობისა და პოლიტიკურ მოსაზრებათა გათვალისწინებით;

ბ) თბილისის აეროპორტში გამოიფინება მარცხნივ სტუმრის ქვეყნისა და მარჯვნივ საქართველოს (თუ შევხედავთ საფრენი მინდვრიდან) სახელმწიფო დროშები და მისასალმებელი ტრანსპარანტი სტუმრისა და ქართულ ენებზე. აეროპორტში დაიფინება წითელი ფიანდაზი და დაიდგმება პოდიუმი;

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორკესტრი ასრულებს სტუმრის ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნებს. ცერემონიით გათვალისწინებულია შეიარაღებული ძალების სამი სახეობის ჯარისაგან შემდგარი საპატიო ყარაულის გამწკრივება და აღლუმი;

დ) სტუმრის დახვედრა-გაცილების ცერემონია იმართება იმავე სქემით, როგორც სახელმწიფოს მეთაურის მიღება-გაცილებისას;

ე) მთავარი სტუმრის ავტომობილზე მაგრდება მისი ქვეყნის დროშა (მარჯვნივ) და საქართველოს დროშა (მარცხნივ). ქალაქში მოძრაობისას მთავარი სტუმრის ავტომობილს დახვედრისას და გაცილებისას დაყვება 7 მოტოციკლეტისაგან შემდგარი ესკორტი;

ვ) საქართველოში სტუმრობის განმავლობაში მთავარ სტუმარსა და დელეგაციას მუდმივად თან დაჰყვებიან ოფიციალური პირები, რომელთა სია განისაზღვრება დელეგაციისა და თანმხლებ პირთა პერსონალური შემადგენლობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.

2. რეზიდენციაში დაბინავება. მთავარი სტუმრის, დელეგაციის წევრებისა და თანმხლები პირების დაბინავება ხდება სამთავრობო რეზიდენცია „კრწანისსა“ და სასტუმროში. სახლზე, სადაც დაბინავდება მთავარი სტუმარი, აღიმართება მისი ქვეყნის სახელმწიფო დროშა.

3. საუბრები, მოლაპარაკება, ხელშეკრულებებზე ხელმოწერა და პრესკონფერენცია. საზღვარგარეთის ქვეყნების პრემიერ-მინისტრებთან საუბრები, მოლაპარაკება, ხელშეკრულებაზე ხელმოწერა და პრესკონფერენციები იმართება იმავე სქემით, როგორც სახელმწიფოს მეთაურისათვის.

4. ოფიციალური სადილი (ვახშამი). სტუმრის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამართული ოფიციალური სადილი (ვახშამი) იმართება იმავე სქემით, როგორც ქვეყნის მეთაურისათვის.

5. დასწრება თეატრის წარმოდგენაზე (კონცერტზე). თეატრის წარმოდგენაზე (კონცერტზე) ოფიციალური დასწრებისა და საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში მოგზაურობისას საპროტოკოლო ღონისძიებები იგივეა, რაც სახელმწიფოს მეთაურის სტუმრობის შემთხვევაში.

6. სამახსოვრო საჩუქრები. ოფიციალური ვიზიტის დროს გათვალისწინებულია მთავარ სტუმარსა და მის თანმხლებ პირებს სახელმწიფოს მეთაურის სახელით გადაეცეთ სამახსოვრო საჩუქრები, რომლებსაც სტუმრებისთვის შეარჩევს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურ