1. სამუშაო ვიზიტის დროს, ოფიციალურ ვიზიტთან შედარებით, საპროტოკოლო ცერემონია გამარტივებულია და შემოიფარგლება მხოლოდ ოფიციალური სადილით ან ვახშმით. ყურადღება ძირითადად ეთმობა საქმიან მოლაპარაკებას.
2. აეროპორტში გამოიფინება შესაბამისი ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები. საპროტოკოლო ცერემონია არ ითვალისწინებს სახელმწიფო ჰიმნების შესრულებასა და საპატიო ყარაულის მონაწილეობას. ქუჩებში სახელმწიფო დროშები არ გამოიფინება. მთავარი სტუმრის ავტომობილს არ დაჰყვება მოტოციკლეტების ესკორტი. სტუმრის ავტომობილზე მაგრდება შესაბამისი ქვეყნის სახელმწიფო დროშა და საქართველოს სახელმწიფო დროშა. მას თან დაჰყვებიან საგზაო პოლიციის ავტომობილები.
3. სახელმწიფო მინისტრი (ერთ მანქანაში) აცილებს მთავარ სტუმარს რეზიდენციამდე, რომელთანაც აღმართულია სტუმრის ქვეყნის სახელმწიფო დროშა. ოფიციალურ მოლაპარაკებასა და საუბრებზე დამსწრეთა სია წინასწარ თანხმდება მხარეებს შორის. საპროტოკოლო სადილს (ვახშამს) ესწრებიან ის ოფიციალური პირები, რომლებიც მონაწილეობენ აღნიშნულ მოლაპარაკებაში ან საუბრებში. სადილზე (ვახშამზე) გათვალისწინებულია მოკლე მისასალმებელი სიტყვების წარმოთქმ