1. სამუშაო ვიზიტის დროს ოფიციალურ ვიზიტთან შედარებით საპროტოკოლო ცერემონია გამარტივებულია და შემოიფარგლება მხოლოდ ოფიციალური სადილით (ვახშმით). ძირითადად ყურადღება ეთმობა საქმიან მოლაპარაკებას.

2. სამუშაო ვიზიტის დროს აეროპორტში გამოიფინება შესაბამისი ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები. მწკრივდება საპატიო ყარაულის კორიდორი (იხ. სქემა 6, 7). საპროტოკოლო ცერემონია არ ითვალისწინებს სახელმწიფო ჰიმნების შესრულებას. ქუჩებში სახელმწიფო დროშები არ გამოიკიდება. მთავარ სტუმარს არ დაჰყვება მოტოციკლეტების ესკორტი, მის ავტომობილზე მაგრდება შესაბამისი ქვეყნის სახელმწიფო დროშა ან სახელმწიფო მეთაურის შტანდარტი და საქართველოს სახელმწიფო დროშა. მას თან დაჰყვებიან საგზაო პოლიციის ავტომობილები.

3. საქართველოს პრეზიდენტი (ერთ ავტომობილში) აცილებს მთავარ სტუმარს რეზიდენციამდე, რომელთანაც აღმართულია სტუმრის ქვეყნის სახელმწიფო დროშა (ან პრეზიდენტის შტანდარტი). ოფიციალურ მოლაპარაკებასა და საუბრებზე დამსწრეთა სია წინასწარ თანხმდება მხარეებს შორის. საპროტოკოლო სადილს (ვახშამს) ესწრებიან ის ოფიციალური პირები, რომლებიც მონაწილეობენ აღნიშნულ მოლაპარაკებაში ან საუბრებში. სადილზე (ვახშამზე) გათვალისწინებულია მოკლე მისასალმებელი სიტყვების წარმოთქმ