1. თუ ვიზიტის განხორციელებისგან მომდინარე საფრთხე მაღალია, სოციალური მუშაკი აღნიშნულის შესახებ აცნობებს პროფესიულ ზედამხედველს და, არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა ხელმძღვანელ პირს.
2. სოციალური მუშაკი ადგენს ანგარიშს, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მისამართი, სადაც უნდა განხორციელდეს ვიზიტი;
ბ) ვიზიტის დრო;
გ) ინფორმაციას ბენეფიციარის/ბენეფიციარების შესახებ;
დ) ვიზიტის სავარაუდო ხანგრძლივობა;
ე) ინფორმაციას როგორც სააგენტოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში არსებული, ისე – საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ;
ვ) ინფორმაციას ვიზიტისას განსახორციელებელ აქტივობებთან დაკავშირებით შეცვლილი გეგმის შესახებ.
3. სამუშაო არეალში ფიჭვური კავშირის დაფარვის ზონა ცნობილია პროფესიული ზედამხედველისთვის ან/და სხვა ხელმძღვანელი პირებისთვი