1. სოციალური მუშაკი იღებს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს, როდესაც მასთან ერთად სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება ბენეფიციარი.

2. ბენეფიციართან ერთად სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს სოციალური მუშაკისა და ბენეფიციარების უსაფრთხოება, რისთვისაც სოციალური მუშაკი არკვევს:

ა) ბენეფიციარის ინტოქსიკაციის დონეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) ბენეფიციარის მიერ იარაღის ტარების შესაძლო ფაქტს.

3. თუ ბენეფიციარი არასრულწლოვანია, სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების შესაბამისი ნორმები.

4. სოციალური მუშაკი ბენეფიციართან ერთად სატრასპორტო საშუალებით გადაადგილებისას იმყოფება სხვა თანმხლებ პირთან ერთად.

5. არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ ირკვევა, რომ ბენეფიციართან ერთად სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება არ არის უსაფრთხო, სოციალური მუშაკი არ ახორციელებს აღნიშნულ მოქმედებას, სანამ არსებული რისკი არ იქნება მინიმუმამდე დაყვანილ