1. სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ისეთი სამუშაო გარემოს შექმნას, სადაც დაცულია სოციალური მუშაკებისა და მათი ბენეფიციარების უსაფრთხოება.
2. უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა გულისხმობს:
ა) სამუშაო სივრცის იმგვარად მოწყობას, სადაც სოციალურ მუშაკს შეუძლია სამუშაო ოთახის ადვილად დატოვება, ბენეფიციარისგან მომდინარე შესაძლო ძალადობის თავიდან აცილების მიზნით;
ბ) სოციალური მუშაკის სამუშაო მაგიდის კართან ახლოს მდებარეობას;
გ) ღია შეხვედრების ოთახის არსებობას (ე.წ. „რისკის ოთახი“, რომელიც ვიზუალურად ღია სივრცეშია ან კონტროლდება ვიდეო თვალის მეშვეობით), ბენეფიციარისგან მომდინარე შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით;
დ) ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრის სივრცეში ვიზუალური დაკვირვების არსებობას, რა დროსაც უპირატესობა ენიჭება შემინული ღიობის მქონე კარს/სარკმელს ვიზუალური დაკვირვების ტექნიკურ საშუალებებთან შედარებით;
ე) ინდივიდუალური შეხვედრის ოთახში ბასრი და მძიმე საკანცალარიო ნივთების არარსებობას, რაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თავდასხმის იარაღა