1. სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს სოციალურ მუშაკებს სამუშაო პროცესისთვის სათანადო ტექნიკით, ასევე, მათ ინფორმირებას უსაფრთხოების მიზნით აღნიშნული ტექნიკის გამოყენების თაობაზე.
2. სოციალური მუშაკების სამუშაო ადგილები, სადაც ტარდება ინტერვიუ ბენეფიციართან, უსაფრთხოების დაცვის მიზნით აღჭურვილია განგაშის ღილაკით, რომელიც დამონტაჟებულია სოციალური მუშაკებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. განგაშის ღილაკები დაკავშირებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოსთა