1. სააგენტო/აღსრულების ეროვნული ბიურო შეიმუშავებს მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით რეაგირების პროცედურებს, რომლის მიზანია შესაბამისი მექანიზმის დანერგვა სოციალური მუშაკის მდგომარეობის სიმძიმისა და მსგავსი შემთხვევების მინიმუმამდე დასაყვანად.
2. სოციალური მუშაკისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში სააგენტო/აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს სოციალური მუშაკისთვის დახმარების დაუყოვნებლივ გაწევას, რისთვისაც:
ა) ახდენს შემთხვევის დეტალურ შესწავლასა და განხილვას (დებრიფინგს);
ბ) ადგენს ანგარიშს იმის შესახებ, თუ რა დროსა და რა ვითარებაში მიადგა ზიანი სოციალურ მუშაკს, ვინ იყვნენ ფაქტის შემსწრე პირები; ანგარიშში ასახავს ინფორმაციას მიყენებული ფიზიკური დაზიანებების, ფაქტის გამომწვევი მიზეზებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ;
გ) გადახედავს დაზარალებული სოციალური მუშაკისათვის საქმეთა განაწილებას;
დ) დაზარალებულ სოციალურ მუშაკს შეთავაზებს ტექნიკურ, სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას;
ე) დაზარალებულ სოციალურ მუშაკის აუნაზღაურებს ზიანს კანონმდებლობით დადგენილი წესი