1. სპეციალური პენიტენციური სამსახური მოსალოდნელი საფრთხის მართვასთან დაკავშირებით პროაქტიული მიდგომის საშუალებით უზრუნველყოფს მომხდარი შემთხვევების გაანალიზებას და მათი თავიდან აცილების მიზნით საჭირო ზომების მიღებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნით სპეციალური პენიტენციურ სამსახური ახორციელებს წარსულში მომხდარი შემთხვევების/ინციდენტების განხილვას, ასევე უსაფრთხოების არსებული პროტოკოლის პროცედურების, პოლიტიკის და ნაკლოვანებების შეფასებას. წარსულში მომხდარი შემთხვევების/ინციდენტების ანალიზის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:
ა) შემთხვევის ტიპი;
ბ) შემთხვევის სიმწვავე და დამდგარი ზიანი;
გ) ბენეფიციარების და სხვა პირების ჩართულობა ან/და დასწრებ