1. სპეციალური პენიტენციური სამსახური ვალდებულია შეიმუშავოს მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებით რეაგირების პროცედურები, რომლის მიზანია შესაბამისი მექანიზმების დანერგვა, რათა დაზარალებულ სოციალურ მუშაკს შეუმსუბუქდეს მდგომარეობა და მომავალში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევები.
2. სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს დაზარალებული სოციალური მუშაკისთვის მყისიერი დახმარების გაწევას, რისთვისაც:
ა) ახდენს შემთხვევის დეტალურ შესწავლასა და განხილვას (დებრიფინგს) მოწმეებთან და სხვა მოსამსახურეებთან;
ბ) ადგენს დეტალურ ანგარიშს იმის შესახებ, თუ რა დროსა და რა ვითარებაში მიადგა ზიანი სოციალურ მუშაკს, ვინ იყვნენ ფაქტის შემსწრე პირები; ანგარიშში ასახავს ინფორმაციას მიყენებული ფიზიკური დაზიანებების, ფაქტის გამომწვევი მიზეზებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ;
გ) უზრუნველყოფს დაზარალებული სოციალური მუშაკის საქმეთა გადანაწილების გადახედვას;
დ) საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა ჩაერიოს სხვა ბენეფიციარებთან და შემთხვევის დამკვირვებლებთან;
ე) უზრუნველყოფს უსაფრთხოების არსებული პოლიტიკის და პროცედურების გადახედვა