1. ინფექციური გზით გადამდები დაავადების მატარებელ ბენეფიციართან შეხვედრის ან ვირუსული ინფექციის გავრცელების პირობებში სოციალური მუშაკი იღებს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს.

2. სოციალური მუშაკი ინფორმირებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ რისკთან დაკავშირებით და იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციართან პირისპირ შეხვედრის ან შეხვედრის დისტანციურად ჩატარებასთან დაკავშირებით.

3. სპეციალური პენიტენციური სამსახური ინფექციური გზით გადამდები დაავადებებისა და ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით:

ა) შეიმუშავებს გადამდები ინფექციური დაავადებებით გამოწვეული პანდემიის პირობებში, უსაფრთხოდ მუშაობის ნორმებსა და გადაუდებელ შემთხვევებზე ალტერნატიული რეაგირების მექანიზმები;

ბ) ატარებს სოციალური მუშაკების რუტინულ შემოწმებებს, რათა დროულად დადგინდეს თანამშრომელთა ინფიცირების შემთხვევები;

გ) უზრუნველყოფს წვდომას ყველა საჭირო დამცავ საშუალებაზე, რათა სოციალური მუშაკის პირდაპირი კონტაქტი სხვა პირებთან იყოს მაქსიმალურად შეზღუდული და განხორციელდეს უსაფრთხოების წესების დაცვით;

დ) გარდა პირისპირ კონტაქტისა, განიხილავს ბენეფიციართან სოციალური მუშაკის ინტერვენციის სხვა შესაძლებლობებს.

4. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სოციალური მუშაკი ბენეფიციართან კომუნიკაციას ახორციელებს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

5. შემუშავებული უსაფრთხოების პროტოკოლი უნდა ითვალისწინებდეს ჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის მიერ და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზოგად წესებს/რეკომენდაციებ