1. ვირუსული ჰეპატიტების და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე მოქალაქეებს სამედიცინო (სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობები და სამედიცინო გამოკვლევები) დახმარება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში 1000 (ერთი ათასი) ლარამდე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV – 100/ა);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზ