1. ყოველთვიური ფულადი დახმარება გაეწევათ მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ჩართულ ბენეფიციარებს, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და მათთვის მინდობით აღზრდის პროგრამა დასრულდა.
2. ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ 22 წლის ასაკის მიღწევამდე.
3. ყოველთვიური დახმარება გაიცემა 150.00 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის;
დ) დამადასტურებელი დოკუმენტი სოციალური მომსახურები სააგენტოს ტერიტორიული ორგანოდან, რომ ბენეფიციარი სარგებლობდა მინდობით აღზრდის პროგრამით;
ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზ