1. საშეშე მერქნით, ერთჯერადად, გათბობის სეზონის დასაწყისში უზრუნველყოფილნი იქნებიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის ოჯახები:
ა) სოციალურად დაუცველი (65000-მდე სარეიტინგო ქულა) მარტოხელა პენსიონერების ოჯახები;
ბ) სოციალურად დაუცველი (65000-მდე სარეიტინგო ქულა) შშმ პირების ოჯახები;
გ) ღატაკი მრავალშვილიანი (სამი და მეტი არასრულწლოვანი) ოჯახები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური პაკეტის ოდენობის შესახებ (სოციალური მომსახურების სააგენტოდან).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი მიმწოდებლის ანგარიშზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების მიხედვი