1. სოციალურად დაუცველ ოჯახებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა), ერთ წლამდე ბავშვების კვებით უზრუნველსაყოფად, დახმარება გაეწევათ თვეში 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც მითითებული იქნება, რა სახის საკვებს საჭიროებს ბავშვი (ფორმა №100);
გ) ანგარიშფაქტურა/ინვოისი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან.
3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზ