1. დიალიზზე მყოფი დაავადებული ადამიანების ერთჯერადი ფულადი დახმარება, განისაზღვროს არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. ვირუსული C ჰეპატიტით დაავადებულ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 150 000-ის ჩათვლით სოციალური სააგენტოდან მინიჭებული სარეიტინგო ქულა ერთჯერადი სადიაგნოსტიკო კვლევის თანადაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;
ე) დაბადების მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
ზ) საჭიროების შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზ
გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 10.08.2018
მუხლი 6. დიალიზზე მყოფი და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების ერთჯერადი სოციალური და სამედიცინო დახმარება
თავი I — სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 6. დიალიზზე მყოფი და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების ერთჯერადი სოციალური და სამედიცინო დახმარება
- მუხლი 7. დიალიზზე მყოფი და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების ერთჯერადი სოციალური და სამედიცინო დახმარება
- მუხლი 6. დიალიზზე
- მუხლი 10. დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების დახმარება
- მუხლი 7. დიალეზზე მყოფი, C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების ერთჯერადი სოციალური დახმარება
- მუხლი 10. დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების ფინანსური დახმარება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან
- მუხლი 1. ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფების სამედიცინო დახმარება
- მუხლი 2. ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფის მედიკამენტებით უზრუნველყოფა
- მუხლი 3. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
- მუხლი 4. უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
- მუხლი 5. ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის, სინდრომით, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე (ფენილკეტონურია, სხვა ჰიპერფენილალანემია ICD E70.0 – E70.1), გლუტენის დაავადება (ცელიაკია ICD K
- მუხლი 7. სტუდენტებისა და სპორტსმენების დახმარება
- მუხლი 8. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
- მუხლი 9. დედ-მამით ობოლი ბავშვებისა და მშობლის (მშობლების) უფლებაშეზღუდული შვილების დახმარება
- მუხლი 10. ხანძრებისა (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა) და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება
- მუხლი 11. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №57, 21.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.148.016443 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3948881/muxli-6/